SANO უნივერსალური საწმენდი სპრეი 700 მლ (სანო)

- 6%
00-00007741
14.80 
13.95 
დანაზოგი: 0.85 ₾
გაყიდვაშია

აღწერა

„სანოს“ უნივერსალური საწმენდი სპრეი განკუთვნილია აბაზანისა და სამზარეულოს გასაწმენდად. მისი ანტიბაქტერიული თვისებები ღრმად წმენდს ზედაპირს და აშორებს ცხიმს, ლაქებს, თითის ანაბეჭდებს, შამპუნისა თუ საპნის წვეთებს. მისი გამოყენება შეიძლება აბაზანისა და სამზარეულოს ფილების, საშხაპე კაბინების, ღუმელისა თუ ქურის ზედაპირის გასაწმენდად. ეფექტურად ასუფთავებს კერამიკის, მინის, უჟანგავი ფოლადისა და პლასტმასის ზედაპირს. შედეგად ზედაპირი რჩება სუფთა და მბზინვარე. გამოიყენება სანტექნიკის მილებში ნადების მოსაშორებლად. აქრობს მძაფრს სუნს და ტოვებს ლიმონის სასიამოვნო არომატს. სითხე მოთავსებულია პლასტმასის მყარ, მოსახერხებელ პაკეტში. არ არის სასურველი მარმარილოს, ემალისა და მჟავის მიმართ არამდგრადი მასალის გასაწმენდად.


შემადგენლობა: არაიონური და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, ფოსფორის მჟავა, ლიმონის არომატიზატორი.


გამოყენების წესი: შეასხურეთ ზედაპირს, გააჩერეთ 2-3 წუთი და რბილი, სუფთა ქსოვილის დახმარებით გაწმინდეთ.


გაფრთხილება: სითხე მოარიდეთ თვალებს. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 700 მლ

image

სწრაფი და ხარისხიანი მიტანა

ადგილზე მიტანა მთელი თბილისის მასშტაბით

image

ხარისხიანი და დაცული პროდუქტი

ჩვენ მხოლოდ საუკეთესო პროდუქციას გთავაზობთ

image

საუკეთესო ფასი

ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროდუქტებს საუკეთესო ფასად