ARIEL ფერადი ქსოვილის სარეცხი ფხვნილი ავტომატური რეცხვისთვის 5 კგ (არიელი)

- 20%
00-00025710
45.00 

35.80 

დანაზოგი: 9.20 ₾
გაყიდვაშია

აღწერა

"არიელის" სარეცხი საშუალებები ეფექტურად რეცხავს ტანსაცმელს. ფერადი ქსოვილისთვის განკუთვნილი ფხვნილი გამოიყენება ავტომატური რეცხვისთვის. ის აღწევს ქსოვილის ბოჭკოების სიღრმეში და აშორებს რთულად ამოსაყვან ლაქებს და სუნის გამომწვევ მინარევებს, როგორიცაა ოფლი და სხეულის სუნი, ტოვებს ტანსაცმელზე სასიამოვნო სურნელს და ბრწყინვალე სისუფთავეს მათ შორის პერანგის საყელოებსა და მანჟეტებზე. თავისი ფორმულის წყალობით იგი დაგეხმარებათ  ტანისამოსს შეუნარჩუნოთ ფერების სიკაშკაშე. გაითვლისწინეთ, რომ მასში შემოვალი ინგრედიენტების უმეტესობა აქტიურდება 30°C-ის ზემოთ. სარეცხი საშუალება შეიცავს კირის საწინააღმდეგო კომპონენტებს, რაც აგარიდებთ სარეცხის მანქანის სპირალზე ნადების დაგროვებას. 


შემადგენლობა: 5-15% ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ჟანგბადზე დაფუძნებული მათეთრებელი საშუალებები, <5% არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ფოსფონატები, პოლიკარბოქსილატები, ცეოლიტები, ფერმენტები, ოპტიკური გამაღიავებელი საშუალებები, სუნამოები, ჰექსილ ცინამალდეჰიდი.


მოხმარების წესი: ჩაყარეთ სარეცხი მანქანის ფხვნილის უჯრაში მინ. 150 გრამამდე (დოზირება დამოკიდებულია წყლის სიმტკიცესა და სირბილეზე), დააყენეთ სარეცხის მანქანაშესაბამის პროგრამულ რეჟიმზე და გარეცხეთ.


გაფრთხილება: სარეცხმა საშუალებებმა შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 5 კგ.

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით