BAGI 'ავნიტი' ტექნიკიდან ნადების მოსაშორებლი სითხე 550 მლ (ბაგი)

00-00000926

16.35 

გაყიდვაშია

აღწერა

წყლის ნადებისგან გამწმენდი საშუალება. გამოიყენება ტანსაცმლისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანების, უთოს, ჩაიდნის, ელქტრო-მადუღარის, ყავის აპარატის და წყალთან კონტაქტში მყოფი სხვა მოწყობილობების შიდა დეტალების გასაწმენდად. ასევე ეფექტურია ონკანის, აუზის, აბაზანისა და საშხაპე კაბინების ნადებისგან გასაწმენდად. აშორებს წყლისა და კირქვის ნადებს, ჭუჭყს, ჟანგს, ობს, სოკოსა და სხვა დაბინძურებებს. აქრობს უსიამოვნო სუნს. რეგულარულიმოხმარება უხანგრძლივებს ტექნიკას სიცოცხლისუნარიანობას. 


მოხმარების წესი: 
ჩაიდნის შემთხვევაში: შეავსეთ ჩაიდანი წყლით ნახევრამდე და წამოადუღეთ, შემდგომ დაამატეთ ჩაიდანში დაახლოებით ნახევარი ჭიქა (50მლ.) ავნიტი და დატოვეთ 10 წუთით, შემდეგ გამორეცხეთ სუფთა წყლით და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ ჩაიდანში წყალი. 
ჭურჭლის სარეცხი მანქანის შემთხვევაში: ცარიელ სარეცხ მანქანაში მოათავსეთ ავნიტი და ჩართეთ 65 გრადუსიან რეჟიმზე 15 წუთით. Ხოლო შემდეგ ჩართეთ გავლების პროგრამა. 
ტანსაცმლის სარეცხი მანქანის შემთხვევაში: ცარიელ სარეცხ მანქანაში 200 მლ. ავნიტი ჩაასხით ფხვნილისთვის განკუთვნილ ადგილას და საშუალოდ 60 გრადუსიან რეცხვის რეჟიმზე ამუშავეთ 15 წუთი. ხოლო შემდეგ ჩართეთ გავლების პროგრამა.      ავზის არმქონე ზედაპირებისთვის (უთოს ძირი, ონკანი) დაასველეთ ღრუბელი ავანტით და დაამუშავეთ დაბინძურებული ზედაპირი.

გაფრთხილება: საწმენდი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ბნელ და გრილ ადგილას.


მოცულობა: 550 მლ


გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით