პრეტენზიები და რეკლამაცია

პრეტენზიები და რეკლამაცია


დაზიანებული ნივთის მიწოდების შემთხვევაში:
მომხმარებელი ელ. ფოსტის საშუალებით აგზავნის რეკლამაციის ფორმას და დაზიანების ამსახველ ფოტომასალას არაუგვიანეს ნივთის მიწოდებიდან 48 საათის განმავლობაში. contact@ch.ge
მოთხოვნის დაფიქსირებიდან 48 საათში შპს „სუფთა სახლის" მიერ მოხდება პრობლემური საკითხის განხილვა, კლიენტთან კომუნიკაცია და პროდუქციის გაგზავნა.


შეკვეთაში დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში:
მომხამრებელმა ვებ-გვერდზე განთავსებული ელ. ფოსტის მისამართზე, შეკვეთის მიწოდებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უნდა გამოგზავნოს შევსებული რეკლამაციის ფორმა.
მოთხოვნის დაფიქსირებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში სუფთა სახლი უზრუნველყოფს რეკლამაციის განხილვას და მომხმარებელთან კომუნიკაციას. თუ დადასტურდა, რომ დანაკლისი გამოწვეულია სუფთა სახლის ბრალეულობით, მომხმარებელს დამატებით გაეგზავნება პროდუქცია.
სუფთა სახლი პასუხისმგებელია შემოთავაზებული პროდუქტის გარეგნულ იერსახეზე, შეფუთვის მთლიანობასა და ვარგისიანობის ვადაზე.
მომხმარებლის მოთხოვნით, ,,სუფთა სახლი“ დაიბრუნებს ნაკლის მქონე პროდუქტს, შეცვლის მას ახლით ან დააბრუნებს მომხმარებლის მერ გადახდილ თანხას პროდუქტის დაბრუნების პირობების შესაბამისად.
შეძენილი პროდუქტის გამოყენებით/მოხმარებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება კომპანიის მიერ სრულ ანაზღაურებას, თუ საქართველოს სახელმწიფოს სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორიის საექსპერტო დასკვით დადასტურდება, რომ ზიანი გამოწვეულია უშუალოდ ,,სუფთა სახლის“ -ის ბრალეულობით. ამასთან ერთად, ზიანი არ უნდა გამომდინარეობდეს პროდუქტის თანმხლები ინსტრუქციის დარღვევით, გაუთვალისწინებლობით ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებისაგან.


ანგარიშის მოქმედება და ანგარიშის დახურვა
ch.ge  უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს ვებ გვერდით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.
ასევე, მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ch.ge ვებ გვერდის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.
წინამდებარე წესების და პირობების ძალაში შესვლის შემდგომ ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
მომხმარებლის მიერ ამ პირობებით და მის მიერ პროდუქტის შეძენისას, პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად ch.ge -სთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება არ იწვევს წინამდებარე წესების და პირობების შეწყვეტას;


პერსონალურ მონაცემთა დაცვა
ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ თანხმა ხართ შპს „სუფთა სახლის“-ს მიერ გამოყენებული და შენახული იქნეს თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალური ინფორმაცია და ეთანხმებით ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.
Ch.ge პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები ch.ge -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისთვის.
პირადი მონაცემები დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ასევე ეთანხმებით, რომ ელ. ფოსტაზე პერიოდულად მიიღოთ შეტყობინებები ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ. თუ არ გსურს, მიიღო მსგავსი ინფორმაცია, ყოველი შეტყობინების ტექსტში მითითებული იქნება ინსტრუქცია მისი მიღების გაუქმების შესახებ, რომელიც შეგიძლია გააქტიურო სასურველ დროს.
ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად.
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში;
აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლამდე ვადით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფრო გრძელვადიანი პერიოდით.
პერსონალური მონაცემების შენახვა არ ითვალისწინებს მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ინფორმაციის შენახვას. Ch.ge-ს მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე წვდომა არ გააჩნია.
თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი. დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.
ჩვენ ვიყენებთ cookie ფაილებს ფაილების გამოყენება არ ხდება მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-სფაილებს.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
თუ მხარეები 30(ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, მხარეები მიმართავენ საქართველოს სასამართლოს.