თქვენი ინფორმაცია იქნება მუდმივად დაცული
რბილი ავეჯის საწმენდი ქაფი ღრმად ჩადის ქსოვილის ზედაპირში და იდეალურად წმენდს მას. ზედაპირს უნარჩუნებს სირბილეს და იცავს მომდევნო დაბინძურებისგან. გამოიყენება რბილ ავეჯზე, მატრასებზე, მანქანის სალონებში. არ ტოვებს ლაქებს. არ აზიანებს ქსოვილს და უნარჩუნებს ფერს.
გამოყენების წესი: გამოყენებამდე მოსინჯეთ უხილავ ადგილას. გაწმინდეთ ზედაპირი მტვერსასრუტით. კარგად შეანჯღრიეთ და მიასხურეთ მშრალ ღრუბელზე ან ნაჭერზე. არ დაასხათ პირდაპირ გასაწმენდ ზედაპირს. შეაზილეთ ქაფი ზედაპირს და გახეხეთ ნაზად. აცადეთ შეიწოვოს და გაშრეს, დაახლ. 2 საათით. არ იაროთ ზედაპირზე. გაშრობის შემდეგ გაწმინდეთ მტვერსასრუტით. ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში, გაიმეორეთ პროცესი. ლაქების შემთხვევაში, გამოიყენეთ ტუბას ლაქების ამომყვანი სპრეი.
გაფრთხილება: მოარიდეთ თვალს, მოარიდეთ ნებისმიერ აალებად ზედაპირს! შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მოცულობა: 300 მლ
თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით