მზის დამცავი საშუალებების შესახებ, ის რაც უნდა იცოდეთ

05/28/2020

ცხიმიანი თმა და მასთან დაკავშირებული რუტინა, ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა, განსაკუთრებით კი დღეს, როდესაც ცხოვრების გადატვირთული რეჟიმის გამო, საკუთარ თავსა და გარეგნობაზე ყოველდღიურ ზრუნვას ვერ ვახერხებთ.

გთავაზობთ ცხიმიანი თმის მოვლის რამდენიმე რჩევას და თავის მოვლის საშუალებებს

შამპუნი – ნებისმიერი თმისა და თავის კანის ტიპს, მისთვის განკუთვნილი მოვლის საშუალება ესაჭიროება. შამპუნის ერთადერთი ფუნქცია თმის გასუფთავება არ არის. იმისათვის რომ მისგან დამატებითი სარგებელიც მიიღოთ, უნდა გამოიყენოთ სწორი საშუალება. აირჩიეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი, მსუბუქი კონსისტენციის შამპუნი, რომელიც არ დაამძიმებს თავის ქალას და თმას.

მშრალი შამპუნი – საუკეთესო გამოსავალია, ექსტრემალურ სიტუაციებში. რა თქმა უნდა ის ვერ ჩაანაცვლებს ჩვეულებრივ შამპუნს, თუმცა დაგეხმარებათ სისუფთავისა და მოწესრიგებული ვიზუალის შექმნაში.

თმის კონდინციონერი – კვირაში 1-2 ჯერ მისი გამოყენება თქვენ თმას სიჯანსაღეს შემატებს. მთავარი რაც ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ ისაა რომ არ დაიტანოთ იგი თმის ძირებზე და გამოიყენეთ მხოლოდ ბოლოებზე.

სავარცხელი – თმის გაცხიმიანების მიზეზი, შესაძლოა დაბნძურებული სავარცხელი გახდეს. გაწმინდეთ იგი თმებისგან და მტვრისგან ყოველი გამოყენების წინ და შემდეგ.

არ დაიბანოთ თმა ყოველდღე – მათთვის ვისაც ცხიმიანი თმა აქვს, ეს რჩევა ალბათ წარმოუდგენლად ჟღერს. თუმცა ისევ თქვენი თმისთვის და ყოველდღიური რუტინის შესამსუბუქებლად აჯობებს თუ მას ყოველ მომდევნო დღეს დაიბანთ. თავის კანის სტრუქტურის შეცვლის და მისი ცხიმიანობისკენ მიდრეკილების მიზეზი, ყოველდღიურად სხვადასხვა საშუალებების გამოყენებაა. ამიტომ პერიოდულად დაასვენეთ და მოაწყვეთ მოუწესრიგებელი თმის დღეები. შენიღბეთ ის შეკრული ვარცხნილობებითა და თმის აქსესუარებით.

ნაკლებად შეეხეთ თმას – თქვენი ხელები, ისევე როგორც თავის კანი ცხიმს შეიცავს. შესაბამისად თუ ისედაც ცხიმიანი სკალპი გაქვთ, მოერიდეთ მასზე ხელით შეხებას.

მოერიდეთ ცხელ წყალს – ცხელი წყლით თავის დაბანა, ასტიმულირებს ცხიმის გამოყოფას და შესაბამისად ხელს უწყობს თმის მალე დაბინძურებას.

მოერიდეთ თმის უთოს და საშრობს – თმის თბილი/ცხელი ნაკადით გაშრობა, ისევე როგორც ცხელი წლის გამოყენება ასტიმულირებს ცხიმის გამოყოფას, ხოლო უთოს გამოყენება და თმის გასწორება, ძირებს თავის კანთან კიდევ უფრო აახლოებს, თოთოეულ ღერს კი ერთმანეთთან ამჭიდროვებს, რაც საბოლოო ჯამში, აჩქარებს გაცხიმიანების პროცესს.

Comments

No posts found

Write a review