ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია

06/29/2022
eco-green-products-bagi-domol-frosch

ყოველდღიურად უამრავ საყოფაცხოვრებო საშუალებას ვიყენებთ, რაც, ხშირად, საფრთხეს გვიქმნის, როგორც ჩვენ, ისე გარემოს. ამ პრობლემის მოგვარებას დღითიდღე უფრო მეტი ყურადღება ექცევა და მწარმოებლები ცდილობენ, უსაფრთხო, ეკო-მეგობრული პროდუქტები შექმნან.

საბედნიეროდ, დღეისათვის უკვე იწარმოება ისეთი სარეცხი, საწმენდი თუ ჰიგიენური საშუალებები, რაც ნაკლებ საფრთხეს უქმნის, როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს, შინაურ ცხოველებსა და სრულიად პლანეტას.

ჩვენ შევადგინეთ ე. წ. საწმენდი საშუალებების ეკო ბოქსი, სადაც თავმოყრილია ეკო-მეგობრული ბრენდები და მათი პროდუქცია.

  • FROSCH არის გერმანული პიონერული კომპანია ეკო-მეგობრული პროდუქტების წარმოებაში. მათ თავიდანვე უარი თქვეს პროდუქციაში ფოსფატების შემადგენლობაზე, ასევე, იყენებენ 100%-ით გადამუშავებად პლასტმასს, რომელიც ნაკლებ საფრთხეს უქმნის ოკეანეებსა და მთლიანად გარემოს.
  • DOMOL არის გერმანული მაღაზიათა ქსელის, „როზმანის“ ბრენდი, რომლის რამდენიმე პროდუქტს მინიჭებული აქვს გარემოსდამცველი ორგანიზაციის, ლურჯი ანგელოზის ეტიკეტი. მისი პროდუქციიდან აღსანიშნია:

“ფროშის“ საყოფაცხოვრებო საშუალებები, ძირითადად, შედგება მცენარეული, ბუნებრივი ნივთიერებისგან, მაგალითად, გამოვყოფდით რამდენიმე პროდუქტს:

FROSCH BAKING SODA საწმენდი სითხე სოდით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ადვილად უმკლავდება ღრმად ჩამჯდარ ცხიმს. გამოიყენება ღუმელის, გრილის, ქურის, მარმარილოს, გრანიტის გასაწმენდად. უსაფრთხოა სამზარეულოში გამოსაყენებლად. პროდუქტი შემოწმებულია დერმატოლოგიურად და არის ანტიალერგიული.

FROSCH Zitronen Scheuermilch სამზარეულოს საწმენდი რძე ლიმონით იდეალურია კერამიკული, მინანქრისა და უჟანგავი ფოლადის ზედაპირისთვის. არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს და სერტიფიცირებულია ევროკავშირის Ecolabel-ით.

FROSCH ESSIG REINIGER აბაზანისა და სამზარეულოს საწმენდი სითხე ძმრით ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებაა. ეფექტურად აშორებს ნადებს, წყლისა და საპნის ლაქებს, როგორც სამზარეულოში, ისე სააბაზანოში.

პროდუქტებში შემავალი ბუნებრივი საშუალებები - ლიმონი, სოდა, ძმარი, რძე, არა მხოლოდ უსაფრთხოა ადამიანებისთვის, არამედ ეფექტური და მოწინავეა საწმენდ საშუალებებში.

DOMOL Eco - აბაზანის ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალება საღებავებისა და კონსერვანტების გარეშე. არის ვეგანური პროდუქტი. გამოიყენება აბაზანის, ნიჟარის, საშხაპე ოთახისა და ონკანების გასაწმენდად. შესანიშნავად აშორებს ნადებს, საპნისა და შამპუნის კვალს, წყლის ლაქებსა და წვეთებს. რაც მთავარია, არ ვნებს ჯანმრთელობას და უსაფრთხოა გარემოსთვის.

DOMOL Power Fettlöser არის ავეჯის საწმენდი სითხე, რომელიც დამზადებულია 100%-ით გადამუშავებადი პლასტმასისგან. 

“დომოლის“ პროდუქციის დიდი ნაწილი შექმნილია განახლებად ნედლეულზე დაფუძნებული ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. მსგავსი საყოფაცხოვრებო საშუალებების ზიანი, როგორც ჩვენთვის, ისე გარემოსთვის, მკვეთრად შემცირებულია.

  • BAGI-ს პროდუქცია დამზადებულია ისრაელში. ის აწარმოებს საწმენდ და სარეცხ საშუალებებს, რომელიც საკმაოდ პოპულარული და ეფექტურია. მისი ერთ-ერთი პროდუქტი - იატაკის საწმენდი სითხე BAGI ORANIT იდეალურია მათთვის, ვისაც სახლში ბავშვები და შინაური ცხოველები ჰყავთ. „ბაგის“ სითხე „ორანიტი“ არა მხოლოდ ეფექტურად წმენდს ზედაპირს, არამედ არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, არ რჩება ზედაპირზე და უსაფრთხოა გამოსაყენებლად.

ზემოთ ჩამოთვლილი ბრენდების გარდა, კიდევ უამრავი კომპანია აწარმოებს ეკო-მეგობრულ პროდუქციას. ჩვენს შემდეგ პოსტში კიდევ რამდენიმე ეკო ბოქსს შემოგთავაზებთ. ვიზრუნოთ გარემოზე, ნიშნავს ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე!

Comments

No posts found

Write a review