რჩევები, რომლებიც სახლის სწრაფად და მარტივად დალაგებაში დაგეხმარებათ

05/28/2020

სახლი ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ. დამღლელი დღის შემდეგ, არაფერი სჯობს მოწესრიგებულ სახლში ყოფნას და დასვენებას, თუმცა ხანდახან, ეს შეუძლებელი ხდება. ამის მიზეზი კი სახლში დაბუდებული უწესრიგობაა. შესაძლოა, მოუწესრიგებელ სახლს დროებით ყურადღება არ მიაქციოთ და დაივიწყოთ, რომ ყველა ოთახი დასალაგებელია, თუმცა ერთი კვირაც კი საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი კომფორტული საცხოვრებელი ქაოსურ ბუნაგად გადაიქცეს.

როგორც წესი, ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა სახლის დალაგება დაგვზარებია, თუმცა ეს პროცესი არც ისეთი საშინელია, როგორიც წარმოგვიდგენია. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ სახლის დალაგება არა დამღლელ რუტინად, არამედ სასიამოვნო პროცესადაც კი ვაქციოთ. შ

მოდი, მივყვეთ რამდენიმე რჩევას, რომელსაც პროფესიონალი დიასახლისები გვიზიარებენ:

დიასახლისები ამბობენრ, რომ პირველი შეცდომა, რომელსაც სახლის დალაგებისას ვუშვებთ, არის, სახლის ნაწილ-ნაწილ დალაგება. მაგალითად, შეცდომაა, როცა დასალაგებლად ვირჩევთ ჯერ ერთი ოთახის სრულად დალაგებას და შემდეგ სხვა ოთახებზე გადასვლას- ეს კი დიდი შეცდომაა, რადგან ამან შეიძლება, ნახევარი დღე დაგვაკარგინოს. ამიტომ, სჯობს ყველა ოთახი ერთდროულად დალაგდეს, ასე მეტ დროს დაზოგავთ.

პირველი ნაბიჯი, რომელიც სახლის დალაგებისას უნდა გადავდგათ, არის ის, რომ ყველა ოთახიდან მოვაგროვოთ უადგილოთ მიმოყრილი ტანსაცმელი ან ნივთები.

შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ზეწრების, ბალიშების, გადასაფარებლების გადმოფერთხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს მტვრების გადაწმენდა. ავეჯი, ოთახის მცენარეები, კედლები (რომელიც შესაძლოა, აბლაბუდებით იყოს სავსე), კუთხეები. როდესაც მტვრის აღებას ერთ ოთახში დაასრულებთ, გადაინაცვლეთ დანარჩენ ოთახებში და იგივე პროცედურა იქაც გაიმეორეთ. მას შემდეგ რაც მტვერს გამოწმენდთ, ავეჯიც გადმოფერთხეთ, შეცვალეთ ზეწრები და გადასაფარებლები, ბალიშის პირები, გადაწმინდეთ ავეჯის კიდეები. ამის შემდეგ შემდეგ შეგიძლიათ სარკეებს და ფანჯრებს მიხედოთ.

რაც შეეხება სამზარეულოსა და აბაზანას, ჩვენი რჩევა იქნება, მათი დალაგებაც ერთდროულად დაიწყოთ. მოასხით საწმენდი ხსნარები ორივე ოთახში, გასარეცხი ჭურჭელი კი ცხელ, ქაფიან წყალში მოათავსეთ და გარეცხეთ. თუმცა, უკეთესი იქნება, თუკი ჭურჭლის რეცხვას ყოველდღიურობაშიც დაამკვირდრებთ, რადგან დაგროვებული ჭურჭელი ბაქტერიების გავრცელების ყველაზე დიდი წყაროა. როდესაც წვრილმან საქმეებს დაასრულებთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ იატაკის მოწმენდას შეუდგეთ. ეს უნდა იყოს სახლის დალაგების ბოლო ეტაპი. გამოიყენეთ მტვერსასრუტი, შემდეგ კი სპეციალური ტილოებით მოაპრიალეთ იატაკი.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ თუ ამ საქმისთვის ყოველდღიურად გამოყოფთ მცირე დროს, თქვენ სახლში ცხოვრება უფრო სასიამოვნო გახდება. თქვენი სახლის სიმყუდროვე და სისუფთავე, ხომ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

Comments

No posts found

Write a review