„შინაური ბარათი - Home Card”
1. შინაური ბარათის სტატუსი
1.1 „შინაური ბარათი“ – HOMECARD (შემდგომში - „შინაური ბარათი“) არის შპს „სუფთა სახლის“ (ს/ნ 202458893, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ქსნის ქ. № 36, შემდგომში - „კომპანია“/„დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი“) მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი მარკეტინგული პროდუქტი. ბარათის მფლობელის მიერ კომპანიის სავაჭრო ობიექტებში გაკეთებული შენაძენი დადგენილი წესით აღირიცხება „შინაურ ბარათზე“ და გროვდება ქულები.
1.2 „შინაური ბარათი“ შედგება ერთი ძირითადი და ერთი დამატებითი ბარათისაგან. ორივე ბარათს აქვს იდენტური საიდენტიფიკაციო კოდი და ქულების დაგროვება/დახარჯვა ხდება თითოეული ბარათის მეშვეობით.
1.3 ბარათი წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას.
1.4 ბარათის მფლობელს უფლება აქვს, განაღდების მომენტში ბარათზე ფაქტობრივად არსებული ქულების ექვივალენტური თანხით აირჩიოს შესაბამისი ღირებულების ნებისმიერი პროდუქტი.
2. ბარათის გაცემის წესი
2.1 ბარათის გაცემა ხდება კომპანიის სავაჭრო ობიექტებში ფილიალების თანამშრომლების მიერ.
2.2 ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც ბარათის გაცემის მომენტისათვის შეუსრულდა 18 წელი.
2.3 ბარათის მიღებისას მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ოფიციალური სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა, საზღვარგარეთის პასპორტი, მართვის მოწმობა ან სხვა), რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, ფოტო-სურათი.
2.4 ბარათის გაცემა არ არის დამოკიდებული შენაძენზე და მისი გაცემა ხდება მომხმარებლის მოთხოვნისა და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე.
2.5 მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გამოთქვამს სურვილს შინაური ბარათის გახსნაზე, ფილიალის თანამშრომელი განუმარტავს მომხმარებელს ბარათით სარგებლობის წესებს, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და კომპანიის მიერ შემუშავებულ საინფორმაციო ბუკლეტს აწვდის გასაცნობად. მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ამასთან, მომხმარებლის რეგისტრაციისას აუცილებლად უნდა მოხდეს სახელის, გვარის, პირადი ნომრის, ტელეფონის ნომრის და მისამართის მითითება პროგრამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებლისთვის შინაური ბარათის გახსნა ვერ მოხდება.
2.6. რეგისტრაციის დასრულებისთანავე ხდება ბარათის შექმნა, რომელიც გადაეცემა მომხმარებელს. შინაური ბარათის შეფუთვაზე დატანილია ექვსნიშნა გადასაფხეკი კოდი, რომლის მოლარისთვის მიწოდების/კარნახის შემდეგ ბარათი აქტიურდება. ბარათის აქტივაციით მომხმარებელი ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და აცხადებს თანხმობას მისი მონაცემების დამუშავებაზე, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის (საინფორმაციო, სარეკლამო, დასაქმების შეთავაზების შინაარსის შემცველი შეტყობინებები) მიზნით მონაცემების დამუშავებაზე, კერძოდ სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ.ფოსტა. ამასთან, მისთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ დროს უფლება აქვს, ყოველგვარი საფასურის ან სხვა შეზღუდვის გარეშე, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება ან „სუფთა სახლის“ ფილიალში წერილობითი მოთხოვნის, ოფიციალურ ელ.ფოსტაზე (info@clean-house.ge) შეტყობინების გაგზავნის გზით.
3. ბარათზე ქულების დაგროვების პირობები
3.1 ბარათზე ქულების დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ კომპანიის სავაჭრო ობიექტებში, მხოლოდ იმ რაოდენობით და იმ პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, რომელთა შეძენის მომენტში ფასმაჩვენებელზეც მითითებულია ქულის შესახებ.
3.2 ბარათზე ქულების დასარიცხად, სალაროში თანხის გადახდისას სავალდებულოა, რომ მომხმარებელმა კომპანიის წარმომადგენელს აცნობოს პირადი ნომერი ან წარადგინოს ბარათი დასასკანერებლად.
3.3 დაგროვებული ქულები ბარათზე აისახება პროდუქციის შეძენისთანავე. ამასთან, ბარათზე დარიცხული ქულები დაუყოვნებლივ არ აისახება, თუ არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა, ასეთ შემთხვევებში ქულები ანგარიშზე აისახება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
3.4 ერთი ბარათიდან მეორეზე ქულების გადარიცხვა დაუშვებელია.
4. ქულების განაღდების წესი
4.1 დაგროვებული ქულების განაღდება შეიძლება კომპანიის ფილიალებში - სავაჭრო ობიექტებში.
4.2 ყოველი ერთი ქულა შეადგენს ერთი თეთრის ექვივალენტურ ოდენობას. 100 ქულა შეადგენს 1 ლარს და ა. შ.
4.3 ქულების განაღდებისას პროდუქტის ღირებულება განისაზღვრება განაღდების მომენტში შესაბამის სავაჭრო ობიექტზე არსებული ფასების შესაბამისად.
4.4 დაუშვებელია ქულის გადაცვლა ფულზე/ვალუტაზე.
4.5 ქულების განაღდებისას ბარათის რეგისტრირებული მფლობელი ვალდებულია წარმოადგინოს ბარათი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.6 ქულების განაღდებისას, ბარათიდან ჩამოიჭრება შესაბამისი ქულების რაოდენობა.
5. ქულების კონტროლი
5.1 ძირითადი ბარათის მფლობელს შესაძლებლობა აქვს ბარათზე არსებული ქულები გადაამოწმოს კომპანიის ნებისმიერ ფილიალში. ამასთან, ნებისმიერ შენაძენზე ბარათის გატარების დროს მომხმარებელი იღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას დაგროვებული/დახარჯული ქულების და ბალანსის შესახებ.
6. ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის გაუქმება
6.1 ბარათი მოქმედებს უვადოდ. დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მომხმარებლის მოთხოვნისას ბარათი უქმდება. მომხმარებლის მოთხოვნის და შესაბამისი განცხადების დაწერის შემთხვევაში, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის სანაცვლოდ გაიცემა ახალი ბარათი იგივე ანგარიშზე.
6.2 მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას და მოითხოვოს ბარათის გაუქმება, რომლისთვისაც სავაჭრო ობიექტში უნდა დაწეროს წერილობითი განაცხადი, ხოლო განაცხადის დაწერიდან 2 კვირის ვადაში უფლება აქვს გამოიყენოს დაგროვებული ქულები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს ბარათზე დარიცხული ქულები და ბარათი.
6.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის სახელზე არსებული ბარათი არ არის აქტიური (არ ფიქსირდება შინაური ბარათის სავაჭრო ობიექტზე გამოყენება დაგროვების მიზნით) 1 წლის განმავლობაში, კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს ბარათი. ამასთან, კომპანია მომხმარებელს წინასწარ 10 დღით ადრე გაუგზავნის SMS შეტყობინებას ბარათის გაუქმებასთან დაკავშირებით. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის სახელზე აღირიცხება რამდენიმე შინაური ბარათი, კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს არააქტიური ბარათები.
6.4 ძირითადი ბარათის გაუქმებით უქმდება დამატებითი ბარათიც.
7. პერსონალურ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება, პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება
7.1 კომპანია „შინაური ბარათის“ გახსნისას ახორციელებს მონაცემთა შეგროვებას უშუალოდ მომხმარებლისგან და მომხმარებელს აწვდის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ინფორმაციას.
7.2 დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად (შემდგომში -„უფლებამოსილი პირი“) მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ამუშავებს მონაცემებს კომპანიისთვის ან მისი სახელით. უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დაამუშაოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული მონაცემები სამართლებრივი აქტის ან კომპანიასთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს კანონის აკრძალვებს. უფლებამოსილ პირს ეკრძალება ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება.
7.3 კომპანია უშუალოდ ან/და უფლებამოსილი პირის მეშვეობით ( შპს ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი“ ს/ნ 402170226, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ., N61) დაამუშავებს 7.1 პუნქტის შესაბამისად მოპოვებულ მონაცემებს შემდეგი მიზნით:
- მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა - შინაური ბარათის გახსნა და ბარათით სარგებლობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის მიერ ორგანიზებულ წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა;
- პირდაპირი მარკეტინგი;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების/რეგულაციების შესრულება.
7.4 მომხმარებელს უფლება აქვს უსასყიდლოდ მიიღოს ინფორმაცია/ასლები მის შესახებ დამუშავებული მონაცემების, მონაცემების დამუშავების მიზნის, სამართლებრივი საფუძვლის, მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს, მონაცემთა მიმღების ვინაობის და მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის, ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების და ლოგიკის, მონაცემთა შენახვის ვადის ან ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ, მოითხოვოს პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება და შევსება, თუ ის მცდარი, არაზუსტი, ან/და არასრულია. მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს გაცემული თანხმობა, მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, ან/და სასამართლოს. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობებიდან და სხვა სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეზღუდულ იქნას პერსონალურ მონაცემთა დაუყოვნებლივი წაშლის/დაბლოკვის შესაძლებლობა. მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებლის ბარათი გაუქმდება და მომხმარებელი ვეღარ შეძლებს ბარათით სარგებლობას.
7.5 კომპანია უფლებამოსილია, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დაამუშაოს მომხმარებლის მიერ „შინაური ბარათის“ გახსნისას მიწოდებული შემდეგი მონაცემები: მომხმარებლის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. ამასთან, მომხმარებლისგან წერილობითი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დაამუშაოს ნებისმიერი მონაცემი.
7.6 მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. კომპანია კი ვალდებულია, უზრუნველყოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა. კომპანია მონაცემებს ინახავს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
7.7 კომპანია უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას მონაცემთა დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან. კომპანია მოპოვებული მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად იყენებს microsoft azure-ის გერმანიის რეგიონის სერვისულ ნაწილს.
7.8. კომპანია მონაცემთა უსაფრთხოებისა და არაავტორიზებული წვდომის აღსაკვეთად შინაური ბარათის გაცემის პროცესში მოპოვებული/დამუშავებული მონაცემების მიმართ ახორციელებს მონაცემების მიმართ განხორციელებული ყველა მოქმედების აღრიცხვას ე.წ. „ლოგირებას“. ამასთან, კომპანია ახდენს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევის თითოეულ შემთხვევის აღრიცხვას, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას.
7.9 კომპანიის და უფლებამოსილი პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, იღებს ვალდებულებას, არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთანავე, მას ეკისრება ვალდებულება, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება და კონფიდენციალურობა, მათ შორის, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.
7.10 პერსონალურ მონაცემთა მესამე პირზე გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მოთხოვნის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
7.11 პერსონალურ მონაცემთა შენახვა ხორციელდება შინაური ბარათით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე, ბარათის გაუქმების შემდეგ 5 წლის\ით კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად, საქმისწარმოების განხორციელების მიზნებისთვის არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების ფარგლებში. შენახვის ვადის გასვლის შემდგომ განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დეპერსონალიზაცია.
8. სხვა პირობები
8.1. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს ცვლილება შეიტანოს წინამდებარე დოკუმენტში ან/და ბარათზე ქულების დაგროვების/გამოყენების წესში. ცვლილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება კომპანიის ვებ-გვერდზე ან/და ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ცვლილების განხორციელებამდე 30 კალენდარული დღით ადრე.
8.2. კომპანია უფლებას იტოვებს მისი შეხედულებისამებრ გააუქმოს შინაური ბარათის პროექტი და შეწყვიტოს ქულების დარიცხვა. გაუქმებამდე ბარათზე არსებული ქულების განაღდება შესაძლებელია ჩვეულებრივი წესით.
8.3. კომპანია უფლებას იტოვებს ბარათებთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის და ცვლილების შესახებ შეატყობინოს ბარათის მფლობელებს მათ მიერ ბარათის გახსნისას მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე.
8.4. ბარათის მფლობელს ბარათებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეუძლია მიმართოს კომპანიის სავაჭრო ობიექტებს ან მიიღოს ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით: 2 61 11 51 ან მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს: personaldata.ge. ან მიმართოს კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (ელ.ფოსტა tamar.komladze@aacc.ge; ტელ: 599065311).