SANO თხევადი სარეცხი საშუალება უნივერსალური 3 ლ (სანო)

00-00033154

აღწერა

"სანოს" თხევადი სარეცხი საშუალებები მარტივად უმკლავდება ლაქებს. განკუთვნილია, როგორც თეთრი, ისე ფერადი ქსოვილისთვის. გამოიყენება ხელით და ავტომატური რეცხვის დროს. SANO გამოირჩევა ტანსაცმლის მოვლის მრავალფეროვანი ფორმულით. თხევადი სარეცხი საშუალება იცავს ქსოვილს დაზიანებისგან და ანიჭებს მას თავდაპირველ ბზინვარებას. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ბოჭკოვან და, ასევე, დელიკატურ ტანსაცმელზე. „სანოს“ ტანსაცმლის მოვლის ხაზი უმკლავდება მძაფრ სუნს და ყოველი გარეცხვის შემდეგ ტოვებს სასიმოვნო სურნელს. გამოიყენება ყველა ტიპის სარეცხ მანქანაზე. იდეალურია 30-60°-იან ტემპერატურის რეჟიმებზე. ირეცხება ცივ წყალიც კი. 3 ლ გელი საკმარისია 60 გარეცხვისთვის. SANO-ს თხევადი სარეცხი საშუალებები ადვილად იხსნება წყალში და არ რჩება ქსოვილზე.


შემადგენლობა: ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, ფერმენტი,  ბენზიზოთიაზოლინი, სუნამო


მოხმარების წესი: ჩაასხით გელი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში, აირჩიეთ სასურველი პროგრამა და ჩართეთ. 5 კგ სარეცხისთვის საკმარისია 50 მლ სითხე. პროგრამის არჩევის დროს მიჰყევით ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებულ რეკომენდაციას! ხელით რეცხვის შემთხვევაში 20 მლ გელი გააზავეთ 10 ლ წყალში, გარეცხეთ და ბოლოს კარგად გაავლეთ წყალში.  


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 3 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით