DOMOL სარეცხი ფხვნილი თეთრი ქსოვილისთვის 1.35 კგ (დომოლი)

00-21152681

აღწერა

DOMOL-ის სარეცხი საშუალებები გამოირჩევა ქსოვილზე ზრუნვის ფორმულით. DOMOL Voll-Waschmittel გამოიყენება, როგორც ავტომატური, ისე ხელით რეცხვის დროს. განკუთვნილია თეთრი ფერის ქსოვილისთვის. სარეცხი ფხვნილი DOMOL სპეციალურად შემუშავებული ფორმულის მეშვეობით იცავს, არბილებს და ასუფთავებს  ქსოვილის ბოჭკოებს დაბალ ტემპერატურაზე რეცხვის დროსაც კი, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები 20°C-დან 60°C არის აქტიური. მისი წყალობით თქვენი სამოსი იქნება ახალივით  და სისუფთავის სურნელით სავსე. ეფექტურია მრავალჯერადი რეცხვის შემთხვევაშიც. იდეალურია ვისკოზის, სინთეტიკის, ბამბის, თეთრეულის ქსოვილისთვის. არ არის შესაფერისი შალისა და აბრეშუმისთვის. გამოიყენება ხელით და ავტომატური რეცხვისთვის.


შემადგენლობა: ცეოლიტები, მათეთრებელი და ჟანგბადზე დაფუძნებული, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, პოლიკარბოქსილატები, ფოსფონატები, ფერმენტები, ოპტიკური გამაღიავებელი საშუალებები, სუნამოები.


მოხმარების წესი: პროდუქტი განკუთვნილია 20 რეცხვისთვის. ავტომატური რეცხვის დროს დოზირება წყლის სიხისტისა და სარეცხის მანქანის დატვირთულობის მიხედვით იხილეთ შეფუთვაზე. ხელით რეცხვის შემთხვევაში 20 გრ. ფხვნილი გახსენით 10 ლიტრ წყალში.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 1.35 კგ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით