DOMOL სარეცხი ფხვნილი ფერადი ქსოვილისთვის 1.75 კგ (დომოლი)

00-21152682

აღწერა

DOMOL-ის სარეცხი საშუალებები გამოირჩევა ქსოვილზე ზრუნვის ფორმულით. DOMOL Feinwaschmittel გამოიყენება, როგორც ავტომატური, ისე ხელით რეცხვის დროს. განკუთვნილია დელიკატური ქსოვილების, მათ შორის - შალისა და აბრეშუმისთვის. სარეცხი ფხვნილი DOMOL სპეციალურად შემუშავებული ფორმულის მეშვეობით იცავს, არბილებს და ასუფთავებს  ქსოვილის ბოჭკოებს დაბალ ტემპერატურაზე რეცხვის დროსაც კი, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები 20°C-დან 60°C არის აქტიური.  მისი წყალობით თქვენი სამოსი იქნება ახალივით  და სისუფთავის სურნელით სავსე. ეფექტურია მრავალჯერადი რეცხვის შემთხვევაშიც.


შემადგენლობა: ცეოლითი, ანიონის სურფაქტანტი, არაიონური ტენსიდი, პოლიკარბოქსილატი, საპონი და ფოსფატები, ფერმენტები, სუნამოები (კუმარინი, ლიმონენი).


მოხმარების წესი: დაახარისხეთ ტექსტილი ფერების მიხედვით. პროდუქტი განკუთვნილია 35 რეცხვისთვის. ავტომატური და ხელით რეცხვის დროს დოზირება წყლის სიხისტისა და სარეცხის მანქანის დატვირთულობის მიხედვით იხილეთ შეფუთვაზე. გაითვალისწინეთ, რომ დელიკატური ქსოვილები გარეცხოთ დაბალ ტემპერატურაზე. ფხვნილში შემავალი ნივთიერებები აქტიურია 60°C ტემპერატურამდე.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 1.75 კგ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით