PERSIL POWER GEL თხევადი სარეცხი საშუალება თეთრი ქსოვილისთვის 1.95 ლ 2 ც (პესრილი)

00-00046844

აღწერა

"პერსილის" თხევადი სარეცხი საშუალებები შეუცვლელი გზაა ქსოვილის სისუფთავის შესანარჩუნებლად. გელს, მასში შემავალი 13 აქტიური კომპონენტის მეშვეობით, ამოჰყავს ქსოვილის ურთულესი ლაქები. ამასთანავე, არ ტოვებს ზოლებს, აქრობს ტანსაცმელში ჩამჯდარ მძაფრ სუნს და ტოვებს სასიამოვნო არომატს. მას აქვს დამარბილებელი ეფექტი და არ საჭიროებს კონდიციონერის დამატებას. PERSIL Power Gel თეთრი ტანსაცმლისთვის განკუთვნილი თხევადი სარეცხი საშუალებაა.  ის გამოიყენება ბამბის, სინთეტიკისა და შერეული ბოჭკოვანი სტრუქტურის გასარეცხად, გარდა შალისა და აბრეშუმისა. PERSIL Power Gel გამოსაყენებლად მოსახერხებელი და ადვილად შესანახი პროდუქტია. 


შეამდგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ფოსფონატები, საპონი, ენზიმები, სურნელი


მოხმარების წესი: გამოყენებამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ. ავტომატური რეცხვის დროს დაამატეთ გელი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში. რეცხვის რეჟიმი შეარჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული მაჩვენებლის მიხედვით. ხელით რეცხვის შემთხვევაში გააზავეთ 48 მლ სარეცხი სითხე 10 ლ წყალში.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას!


მოცულობა: 1.95 ლ (2 ცალი)

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით