CIF მრავალფუნქციური საწმენდი სითხე 750 მლ (სიფი)

00-21156063

აღწერა

"სიფის" საწმენდი საშუალებები იდეალურად უმკლავდება მტვერსა და ბაქტერიებს. CIF უნივერსალური სპრეი გამოიყენება ყველანაირი ზედაპირის საწმენდად. ეფექტურად აშორებს ჭუჭყს ტანსაცმლიდან და ხალიჩებიდან. სპეციალური მიკრო-გრანულების უნიკალური ფორმულის წყალობით, 3-ჯერ უფრო სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება ყველაზე რთულ ჭუჭყს ზედაპირის დაზიანების გარეშე. გამოიყენება აბაზანის, სამზარეულოს ზედაპირის და ტექსტილის გასაწმენდად. 


შემადგენლობა: არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, საპონი, სუნამო.


მოხმარების  წესი: 

  • სამზარეულოს და აბაზანისთვის: დაასხურეთ სპრეი მყარ ზედაპირზე და გააჩერეთ რამდენიმე წამი. ჩამორეცხეთ წყლით ან სველი ქსოვილით. რთულად ამოსაყვანი ჭუჭყის შემთხვევაში სითხე ზედაპირზე გააჩერეთ რამდენიმე წუთი. 
  • ხალიჩებისა და დივნებისთვის: შეასხურეთ სპრეი ზედაპირს და გაასუფთავეთ ჩოთქით ან ქსოვილით. 
  • ტანსაცმლისთვის: შეასხურეთ სპრეი ჭუჭყიან ადგილს, გაწმინდეთ ქსოვილით ან ღრუბელით. გარეცხეთ გამდინარე წყალში. 
  • სარეცხისთვის: შეასხურეთ სპრეი ჭუჭყიან ადგილს, გარეცხეთ ხელით ან სარეცხ მანქანაში. 

გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ალუმინის, ლინოლეუმის, მარმარილოს და შეღებილი ზედაპირისთვის. არ შეიძლება მისი გამოყენება აბრეშუმის, მატყლის, ხავერდოვანი და თხელი ქსოვილებისთვის. გამოყენების წინ აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 750 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით