SANTEX ზედაპირისა და იატაკის საწმენდი სითხე 'ქლორი' 750 მლ (სანტქესი)

00-00045899

აღწერა

SANTEX-ის ქლორის შემცველი სითხე გამოიყენება, როგორც კონცენტრირებული, ისე გაზავებული სახით. ეფექტურად აშორებს ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, ცხიმსა და სხვადასხვა დაბინძურებას. კლავს ბაქტერიებს და ხელს უშლის მათ გამრავლებას. ასუფთავებს და ანიჭებს სიქათქათეს. გამოიყენება იატაკისა და კედლის ფილების, ნიჟარების, უნიტაზისა და სანტექნიკური მილების გასაწმენდად. 


შემადგენლობა: ქლორი, გამაღიავებელი, მათეთრებელი, ანტიბაქტერიული სითხე, ნატრიუმის ჰიდროქსიდი. 


გამოყენების წესი: ძლიერად დაბინძურებული ზედაპირის შემთხვევაში: დააწვეთეთ სითხე, რამდენიმე წუთის შემდეგ გაწმინდეთ სუფთა ქსოვილით და ჩამორეცხეთ წყლით. ნაკლებად დაბინძურებული ზედაპირის საწმენდად გააზავეთ წყალში. გამოიყენეთ ხელთათმანი!


გაფრთხილება: კონცენტრატი იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 


მოცულობა: 750 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით