SAMA უნივერსალური სარეცხი გელი ავტომატური და ხელით რეცხვისთვის 4 ლ (სამა)

00-00036933

აღწერა

SAMA-ს უნივერსალური ქსოვილის სარეცხი გელი გამოიყენება, როგორც ავტომატური, ისე ხელით რეცხვის დროს. განკუთვნილია თეთრი და ფერადი ნივთების სხვადასხვა მასალისთვის, მათ შორის: სინთეტიკის, ბამბისა და შერეული ბოჭკოს ტექსტურისთვის. ეფექტურად უმკლავდება ნებისმიერი სირთულის ლაქას, აღწევს ქსოვილში და დელიკატურად ასუფთავებს მას. არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე და იცავს ქსოვილის ბოჭკოებს დაზიანებისგან. შედეგად ტანსაცმელი რჩება სუფთა და მბზინვარე, როგორც ახალი.


შემადგენლობა: დამუშავებული წყალი, ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, ამფოტერული ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, ჟანგბადის შემცველი მათეთრებელი, ოპტიკური გამაღიავებელი, ლიმონის მჟავა, საღებავი, შემასქელებელი, ქაფის საწინააღმდეგო, არომატიზატორი, კონსერვანტი.


გამოყენების წესი: ჩაასხით 50 მლ სითხე (1 თავსახური) სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში, აირჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტის შესაბამისი პროგრამა და ჩართეთ. ხელით რეცხვის დროს გააზავეთ 50 მლ სითხე 4 ლიტრ წყალში.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალება იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 4 

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით