GRUNE KRAFT ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბი 36 ც (გრუნე კრაფტ)

00-21156416

აღწერა

ეკოლოგიურად სუფთა - ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბები, იდეალურად რეცხავს და აპრიალებს ჭურჭელს. ეფექტურად უმკლავდება მიმხმარ ცხიმსა, ჩაის ლაქებს და საკვების სხვა ნარჩენებს. იცავს მინას კოროზიისგან და უფრო დიდი ხნის განმავლობაში უნარჩუნებს სიპრიალეს. პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, ანტიალერგიული და ვეგანური. პროდუქტს მინიჭებული აქვს ევროკავშირის ეკო სერთიფიკატი.


შემადგენლობა: ნატრიუმის პერკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი, სხვა: არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, პოლიკარბოქსილატი, მათეთრებელი აქტივატორი, ფერმენტები, ფოსფონატი, სურნელოვანი და შეღებვის საშუალებები, მინის დამცავი დანამატი.


მოხმარების წესი: მოათავსეთ აბი სარეცხი მანქანის შესაბამის კონტეინერში გახსნის გარეშე. 1 აბი საკმარისია 1 გარეცხვისთვის. ცელოფანი წყალში ხსნადია და იშლება სრულად. სველი ხელი აბს არ მოკიდოთ. შეინახეთ აბები მშრალ ადგილას. არ გამოიყენება ვერცხლის გასარეცხად.


გაფრთხილება: ჭურჭლის სარეცხი საშუალებები შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, მოარიდეთ ბავშვებს.


რაოდენობა შეფუთვაში: 36 ც

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით