SANO მინის საწმენდი სითხე 1 ლ (სანო)

00-00010189

აღწერა

„სანოს“ უნივერსალური საწმენდი სითხე იდეალურია შუშის, სარკის, კერამიკის, მინანქრის, პლასტმასისა და ფაიფურის გასაწმენდად. მისი დახმარებით გაწმენდთ, როგორც სახლის, ისე მანქანის ან სავაჭრო ობიექტების ფანჯრებს, სარკეებსა და ვიტრინებს. სითხე ეფექტურად აშორებს მტვერს, ლაქებს, სხვადასხვა ნივთიერებას. რაც მთავარია, არ ტოვებს ზოლებს. ზედაპირს ანიჭებს სრულყოფილ სისუფთავესა და ბზინვარებას. აქვს გრილი სურნელი.


შემადგენლობა: ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, ანტიბაქტერიული ნივთიერება, სუნამო.


გამოყენების წესი: შეასხურეთ ზედაპირს და რბილი, სუფთა ქსოვილის დახმარებით გაწმინდეთ.


გაფრთხილება: სითხე მოარიდეთ თვალებს. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 1 ლიტრი

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით