TIDE სარეცხი ფხვნილი ფერადი ქსოვილისთვის 400 გრ (ტაიდი)

- 20%
00-00041585
სისუფთავის დღეები
აქციის დასრულებამდე დარჩა:
4.50 

3.60 

დანაზოგი: 0.90 
გაყიდვაშია

აღწერა

„ტაიდის“ სარეცხი ფხვნილი სპეციალურად ფერადი თეთრეულისთვის ზრუნავს ქსოვილის ფერსა და სისუფთავეზე. აშორებს ძლიერ დაბინძურებას, ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, ცხიმს. არ აზიანებს ტანსაცმელს და უნარჩუნებს ფერს. გამოიყენება ბამბის, სინთეტიკისა და შერეული ტიპის ბოჭკოზე. „ტაიდის“ სარეცხი საშუალებები ადვილად იხსნება წყალში, არ ტოვებს კვალს, აქრობს ტანსაცმელზე ჩამჯდარ მძაფრ სუნს და ანიჭებს სასიამოვნო არომატს. 400 გრ ფხვნილი საკმარისია 2 გარეცხვისთვის და განკუთვნილია ავტომატური რეცხვისთვის.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, საპონი, ფოსფონატები, ფერმენტები, ნატრიუმის კარბონატი, ოპტიკური გამაღიავებელი საშუალებები, სურნელი


გამოყენების წესი: ჩაყარეთ ფხვნილი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში, აირჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტის შესაბამისი პროგრამა და ჩართეთ. სარეცხი ფხვნილის დოზირება წყლის სიხისტის მიხედვით იხილეთ შეფუთვაზე. რეცხვის რეჟიმი შეარჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული მაჩვენებლის მიხედვით.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. თვალში მოხვედრისთანავე ამოიბანეთ წყლით. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 400 გრ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით