FINISH ჭურჭლის სარეცხი მანქანის სავლები 400 მლ (ფინიში)

00-00009923

აღწერა

FINISH დაიცავს თქვენს ჭურჭელს ლაქების წარმოქმნისგან, რაც საკმაოდ ხშირია მხოლოდ ფხვნილის გამოყენების შემთხვევაში. სითხე აძლიერებს ფხვნილის მოქმედებას და ხელს უწყობს ლაქების და ცხიმის გარეცხვას, რათა თქვენი ჭურჭელი იდეალურად სუფთა დარჩეს. სავლები მუშაობას იწყებს გავლების რეჟიმის დაწყების დროს, ამიტომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვამდე კარგად გაასუფთავეთ ჭურჭელი საჭმლის ნარჩენებისგან. 


შემადგენლობა: არანაკლებ 5%, მაგრამ არაუმეტეს 15% არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, კონსერვანტები.


მოხმარების წესი:  ჩაასხით FINISH გამრეცხი საშუალება ჭურჭლის სარეცხი მანქანის სპეციალურ დისპენსერში: შემდეგ ის ავტომატურად გაიცემა ყოველი ჩამობანისას. დაამატეთ გამრეცხი საშუალება, როდესაც ჩაირთვება შესაბამისი ინდიკატორი ჭურჭლის სარეცხი მანქანის მართვის პანელზე.


გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში დაიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. 


მოცულობა: 400 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით