CHIRITON იატაკის საწმენდი საშუალება 1 ლ (ჩირიტონი)

00-00022677

6.10 

გაყიდვაშია

აღწერა

Chirton-ის თანამედროვე პროდუქტი სწრაფად და ეფექტურად აშორებს ყველაზე რთულად მოსაშორებელ ჭუჭყსაც კი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დასუფთავების პროცესს. არ ტოვებს ლაქებსა და კვალს, აქვს სასიამოვნო არომატი და მოწმენდილ ზედაპირებს ანიჭებს სიახლესა და ბზინვარებას.


შემადგენლობა: 0% ან მეტი გაწმენდილი წყალი; 5%-ზე ნაკლები სურფაქტანტები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ტრილონ B, სურნელი, საღებავი.


გამოყენების წესი: გააზავეთ 50-75 მლ (1-1.5 თავსახური) სითხე 5 ლ ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალში და კარგად მოურიეთ. მიღებული ხსნარით მოწმინდეთ იატაკი ან გაწმინდეთ სხვა ზედაპირი ჩვეული წესით და გაამშრალეთ. საუკეთესო შედეგისთვის, ძლიერად დაბინძურებული ადგილები ან ცალკეული ლაქები ჯერ უნდა გაიწმინდოს განუზავებელი პროდუქტით ღრუბლის ან ტილოს გამოყენებით და შემდეგ გაწმინდოთ ჩვეულებისამებრ. არ დაუშვათ პროდუქტის სრული გაშრობა წინასწარ დამუშავებულ ადგილებში. 


გაფრთხილება: გამოიყენეთ მხოლოდ ინსტრუქციის მიხედვით; არ შეურიოთ სხვა საწმენდებსა და სარეცხ საშუალებებს; გაუზავებელი პროდუქტით მუშაობისას რეკომენდებულია რეზინის ხელთათმანების გამოყენება. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეს შეფუთვა. არ მისცეთ ბავშვებს. შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან და სითბოს სხვა წყაროებისგან მოშორებით, მჭიდროდ დახურულ, ორიგინალურ შეფუთვაში. შენახვის პირობები: +5-დან +30 °C ტემპერატურაზე, საკვებისგან განცალკევებით, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 1 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით