SANO OXYGEN ლაქების ამომყვანი სპრეი 750 მლ (სანო)

00-00001859

18.15 

გაყიდვაშია

აღწერა

"სანოს" პროდუქცია გამორჩეულია ლაქების მოსაშორებელი საშუალებების წარმოებაში. მოსახერხებელი და ეფექტური ლაქების ამომყვანი სპრეი SANO Oxygen მარტივად უმკლავდება რთულად მოსაშორებელ ლაქებს, იქნება ეს ხილის, ალკოჰოლიანი თუ უალკოჰოლო სასმელების, სოუსების და ა. შ. ჟანგბადის შემცველი სითხე შლის ცხიმებს, არ აზიანებს ქსოვილს და ანიჭებს მაქსიმალურ სისუფთავეს. მისი გამოყენება შესაძლებელია ისეთ პრობლემურ ადგილებში, როგორიცაა საყელო, სამკლაური და სხვა. SANO Oxygen არ შეიცავს ქლორს და გამოიყენება, როგორც თეთრ, ისე ფერად ქსოვილზე.


შემადგნელობა: ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, წყალბადის ზეჟანგი, არომატიზატორი.


გამოყენების წესი: დაასხურეთ პრობლემურ ადგილას, მოათავსეთ სარეცხ მანქანაში, აირჩიეთ სასურველი პროგრამა და ჩართეთ.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მისი გადაყლაპვა საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. თვალში მოხვედრისთანავე ამოიბანეთ წყლით. მოარიდეთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს.


მოცულობა: 750 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით