VANISH ხალიჩიდან ლაქების ამომყვანი სითხე 450 მლ (ვენიში)

00-00004595

16.80 

გაყიდვაშია

აღწერა

"ვენიშის" ანტიბაქტერიული და ლაქების ამომყვანი სითხე განკუთვნილია ხალიჩებისთვის. ის, ასევე, იდეალურია რბილი ავეჯის ზედაპირის გასაწმენდად. ეფექტურად აშორებს ჭუჭყს, 99.9%-ით კლავს ბაქტერიებს და ამოჰყავს რთულად მოსაშორებელი ლაქები. სითხე აქრობს მძაფრ სუნს და ტოვებს სასიამოვნო სურნელს. არ არის რეკომენდირებული არასტაბილური ფერებისთვის, ხავერდის, აბრეშუმის, ხელნაკეთი ხალიჩებისა და ისეთი ტექსტურისთვის, რომელიც არ არის შესაფერისი სველი წმენდისთვის. "ვენიშის" ლაქების ამომყვანი სითხე აერთიანებს 5 კომპონენტს - ასუფთავებს ეფექტურად, აშორებს უსიამოვნო სუნს, აშორებს შინაური ცხოველის ბეწვს და უბრუნებს პირვანდელ იერსახეს.


შემადგენლობა:  ჟანგბადიანი მათეთრებელი, არაიონური და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, პოლიკარბოქსილატები, სუნამოები, ჰექსილ ცინამალდეჰიდი.


გამოყენების წესი: შეურიეთ წყალს 1:9 თანაფარდობით. მოურიეთ აქაფებამდე. თანაბრად წაუსვით ხალიჩას და დაელოდეთ გაშრობამდე.


გაფრთხილება: მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 450 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით