ABC მინის სამწენდი სითხე 750 მლ + 750 მლ (ეი ბი სი)

00-00006608

აღწერა

"ეი ბი სის" მინის საწმენდი სითხე განკუთვნილია ფანჯრებისა და სარკეების გასაწმენდად, როგორც სახლის, ისე ოფისისა და მანქანის. აერთიანებს სამ თვისებას ერთ პროდუქტში: გამოიყენება, ასევე, საშხაპე კაბინების, კერამიკული ფილებისა და ელექტროტექნიკის ზედაპირის სისუფთავისთვის. იდეალურად აშორებს მტვერს, ლაქას, შამპუნის შხეფებსა და სხვადასხვა დაბინძურებას. ზედაპირს ანიჭებს ბზინვარებას და არ ტოვებს ზოლებს. აქრობს მძაფრ სუნს, აქვს ვაშლის სასიამოვნო არომატი.


შემადგენლობა: წყალი, საწმენდი სითხე, ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, არომატიზატორი.


გამოყენების წესი: შეასხურეთ ზედაპირს 20-30 სმ-დან, გააჩერეთ 2-3 წუთი და რბილი, სუფთა ქსოვილის დახმარებით გაწმინდეთ.


გაფრთხილება: სითხე მოარიდეთ თვალებს. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 750 მლ + 750 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით