თქვენი ინფორმაცია იქნება მუდმივად დაცული
ჭურჭლის სარეცხი სითხე-ბალზამი AOS გვირილითა და E ვიტამინით ცივ წყალშიც კი ეფექტურად აშორებს ღრმად ჩამჯდარ ცხიმს. ზედაპირს ანიჭებს კრისტალურ ბზინვარებას და არ ტოვებს ლაქებს ჩამობანის შემდეგ. იდეალურად ქაფდებს და მარტივად ირეცხება. არბილებს ხელის კანს. "აოსის" ჭურჭლის სარეცხი საშუალებები წარმოდგენილია სხვადასხვა არომატით და მარტივია გამოსაყენებლად.
შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური სურფაქტანტები, ვიტამინი E, არომატიზირებული დანამატი, ეთილენდიამინტეტრა ძმარმჟავების მარილები, PH რეგულატორი, კონსერბანტი, საღებავები.
მოხმარების წესი: დააწვეთეთ სარეცხი სითხე ღრუბელზე. დოზირება განსაზღვრეთ ჭურჭლის რაოდენობისა და ცხიმის ტიპის მიხედვით. ქაფი ჩამორეცხეთ ცხელი ან ცივი წყლით.
გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს ალერგიულ რეაქციას. შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, მოარიდეთ ბავშვებს. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში სასწრაფოდ ჩამოიბანეთ წყლით.
თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით