Dr.SANTE 'ArganOil 50+' ნაოჭების საწინააღმდეგო სახის დღის საცხი 50 მლ (დოქტორ სანტე)

00-00020934

აღწერა

Dr.SANTE-ს დღის კრემი შექმნილია 50 წლის შემდეგ მომწიფებული კანის ფიზიოლოგიის გათვალისწინებით. შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც აფერხებს დაბერების პროცეს და აღადგენს კანს. გაჯერებულია სხვადასხვა ზეთითა და მინერალებით, ესენია:

არგანის ზეთი. ის მდიდარია ტოკოფეროლებით და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით. უზრუნველყოფს კანის მოვლას - კვებავს, ატენიანებს, აღადგენს, იცავს კანს, ამცირებს ნაოჭების სიღრმეს. მონაწილეობს კანის საკუთარი ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებაში.

არტემია სალინას ექსტრაქტი არის კანის დამატებითი ენერგიის წყარო, ხელს უშლის სიმშრალეს.

შიის კარაქი - ბუნებრივი UV ფილტრი. ხელს უშლის დაბერებას, ახალი ნაოჭების წარმოქმნას და ასაკობრივი ლაქების გაჩენას. აღადგენს კანის ელასტიურობას.

ვიტამინი E ატენიანებს კანს და არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.

ჰიდროლიზებული სოიოს ცილა ატენიანებს კანს.

პეპტიდები (SYN-AKE კომპლექსი) არბილებს კანს და ამცირებს ნაოჭების ზომას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და სიმტკიცეს. განსაკუთრებით ეფექტურია მიმიკური ნაოჭების წინააღმდეგ.


შემადგენლობა: წყალი, გლიცერინი, სტეარინის მჟავა, ბუტიროსპერმის პარკის კარაქი, ჰიდროლიზებული სოიოს ცილა, დიმეთიკონი, ცეტეარილის ალკოჰოლი, გლიცერილის სტეარატი, ციკლოპენტაზილოქსანი, დიმეთიკონი, არგანის ზეთი, არტემიის სალინას ექსტრაქტი, დიპეპტიდი, მინერალები, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქსანთანის რეზინა, ფენოქსიეთანოლი, მეთილპარაბენი, პარფიუმი.


გამოყენება: დაიტანეთ დილით სუფთა კანზე, სახისა და კისრის არეში, მსუბუქი მასაჟის მოძრაობით.


გაფრთხილება: მოარიდეთ ბავშვებს!


მოცულობა: 50 მლ


გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით