PERWOLL თხევადი სარეცხი საშუალება ფერადი ქსოვილისთვის 2 ლ (პერვოლი)

00-00046241

აღწერა

"პერვოლის" თხევადი სარეცხი საშუალებები გამოირჩევა ტანსაცმლის მოვლის მრავალფეროვანი ფორმულით. მისი ფერადი ქსოვილის ხაზი, PERWOLL Color იდეალურია სხვადასხვა სტრუქტურისა და ფერის ტანსაცმლისთვის. ის აშორებს არასასიამოვნო სუნს და ყოველი გარეცხვის შემდეგ ტოვებს თავბრუდამხვევ სურნელს. „პერვოლი“ აღადგენს და აძლიერებს დაზიანებულ ქსოვილს. ამავდროულად, არბილებს გაუხეშებულ ბოჭკოებს და ანიჭებს თავდაპირველ ფორმას.  ქსოვილის აღმდგენი მიკროელემენტები აფერხებს ტანსაცმლის დეფორმაციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ბოჭკოვან, მათ შორის დელიკატურ, ტანსაცმელზე. სარეცხი სითხე დიდი ხნით უნარჩუნებს ქსოვილს ბრწყინვალებას და იცავს გახუნებისგან. გელის გამოყენება შესაძლებელია 20-დან 60 გრადუსიან პროგრამებზე. "პერვოლის" თხევადი სარეცხი საშუალებები ადვილად იხსნება წყალში და მარტივია გამოსაყენებლად.


შემადგენლობა: ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, საპონი, ფერმენტი,  კოსნერვანტი, ბენზილის სალიცილატი, მეთილპროპიონი, სუნამო: ციტროლენოლი, ლინალოლი, ლიმონენი, კუმარინი.


გამოყენების წესი: გელი ჩაასხით სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში, აირჩიეთ სასურველი პროგრამა და ჩართეთ. პროგრამის არჩევისას მიჰყევით ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებულ რეკომენდაციას. დელიკატური ქსოვილის გარეცხვის დროს არ გაავსოთ უჯრა სარეცხი გელით.


გაფრთხილება: სარეცხი სასუალებები იწვევს ალერგიულ რეაქციას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ თვალსა და პირს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, ჩამოიბანეთ წყლით.


მოცულობა: 2 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით