TENA Lady Slim არის ულტრა თხელი უროლოგიური საფენი, ახალი microPROTEX ™ ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო დაცვას გაჟონვისგან, სუნისა და ტენიანობისგან. აქვს სუნთქვადი ზედაპირი და შეიწოვს ბევრად მეტ სითხეს, ვიდრე ჩვეულებრივი საფენები, რის შედეგად კანი რჩება მშრალი და ინარჩუნებს სიჯანსაღეს. ასევე, მისი სუნის კონტროლის სისტემა ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს. იგი შექმნილია ქალებისთვის, რომლებიც ეწევიან აქტიურ ცხოვრების წესს და აფასებენ კომფორტს, უსაფრთხოებას და ქალურობას. ინდივიდუალური შეფუთვის წყალობით, მოსახერხებელია თან წასაღებად. დერმატოლოგიურად შემოწმებულია. არ შეიცავს სუნამოებს.