აკრილის საღებავები განკუთვნილია მხატვრული და დეკორატიული სამუშაოებისთვის. გამოიყენება თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე - ქაღალდი, მუყაო, პრიმირებული ტილო, ხე, ლითონი, ტყავი და სხვა. აქვს მკვეთრი, კლასიკური ფერები, ადვილად ერევა ერთმანეთს, შრება სწრაფად, აქვს ეფექტური წებოვნება, ფერები არ ფერმკრთალდება, არ იშლება. საღებავი მოთავსებულია დახურულ ქილებში, რაც განაპირობებს მის გამძლეობას. ფენა არის ელასტიური, გამძლე და პრიალა. თითო ქილის მოცულობაა 20 მლ.