"ვილედას" იატაკის საწმენდი მოპი Active Max გამოიყენება ხის და ლამინატის ზედაპირის სველი წმენდის დროს. წვრილი ბოჭკოებისგან შემდგარი მიკროფიბრა ადვილად წმენდს ჭუჭყსა და მტვერს, ხოლო ბამბის პატარა ნაწილაკები იწოვს იატაკის ტენიანობას და არ ტოვებს ზოლებს. სპეციალური მიკრობოჭკოვანი სტრუქტურა უმკლავდება ძლიერად დაბინძურებულ ზედაპირს. მოძრავი ღერძი კი აადვილებს რთულად მისადგომი ადგილების გაწმენდას, მათ შორის კუთხეებსა და ავეჯის ქვეშ. აქვს სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობა. მიკროფიბრა ადვილად ირეცხება სარეცხ მანქანაში.