STMNT - მამაკაცის თმისა და წვერის მოვლის მოდური ხაზი

09/21/2022
statement

STATEMENT Grooming Goods არის ინოვაციური ბრენდი, რომლის მიზანი მამაკაცის თავის მოვლის ხელოვნებაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებაა. ბრენდი თავის ამბიციას სახელწოდებაში ამჟღავნებს და მამაკაცებს მოუწოდებს, თამამად გააკეთონ განაცხადი მასზე, რაც სურთ. რა თქმა უნდა, იგულისხმება თავის მოვლის რუტინა, რაც არა მხოლოდ ქალებს, არამედ მამაკაცებსაც სჭირდებათ. „სთეითმენტის“ გუნდს სწორედ ამ ტენდენციის დამკვიდრება სურს, რომ მოდა, სტილი და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ნებისმიერი ადამიანის მოთხოვნილება და აუცილებლობაა.

პროდუქციის ხაზი დაფუძნებულია ლოს ანჯელესისა და ლონდონის 3 საუკეთესო დალაქის მიერ - Julius Cvesar, Sofie Staygold, Nomad Barber. მათ საკუთარი გამოცდილება, შემოქმედებითობა და საქმის სიყვარული პროდუქციაში გააერთიანეს, რამაც ბრენდის მრავალმხრივობა განსაზღვრა. პროდუქცია იდეალურია, როგორც თანამედროვე ვარცხნილობისთვის, ისე - კლასიკური და რეტრო სტილისთვის.

ბარბერობის პიონერებად წოდებულმა გუნდმა აქცენტი თმის/წვერის მოვლასა და სტაილინგზე გააკეთა.

STMNT მოვლა

„სთეითმენტის“ მოვლის ასორტიმენტში შედის 5 მძლავრი პროდუქტი თმისა და წვერის ყველა ტიპისთვის. გააქტიურებული ნახშირითა და მენთოლით გამდიდრებული მაღალი ეფექტურობის ფორმულები ასუფთავებს თმასა და სკალპს და ანიჭებს სიახლის შეგრძნებას. მისი შამპუნი და კონდიციონერი შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის. ეფექტურად წმენდს, ატენიანებს და არბილებს თმას. All-In-One-Cleanser კი იდეალურია, როგორც თმის, ისე სახის, წვერისა და ტანის მოვლისთვის. ციტრუსის, ლავანდისა და ტონკას მარცვლის ნოტები ასტიმულირებს სკალპს და სხეულს. ეს მდიდრული საფირმო სურნელი იძლევა სიახლის შეგრძნებას, რომელიც გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. პროდუქტები თავისუფალია სულფატებისა და სილიკონის ზეთებისგან.


STMNT სტაილინგი

„სთეითმენტის“ სტილის დიაპაზონი დაყოფილია 3 ინდივიდუალურ ხაზად. თითოეულ დამფუძნებელს საკუთარი პროდუქცია აქვს. კოლექციები საფირმო სურნელითა და ექსკლუზიური შეფუთვით გამოირჩევა. 

Julius Cvesar - Manifest greatness - გამოხატული სიდიადე

ლოს ანჯელესში მცხოვრები ბარბერი შთაგონებას მოდისა და ხელოვნების სიყვარულში პოულობს. მისი სურვილია, თავისი ხედვა მსოფლიოს გაუზიაროს და ბარბერობის ინდუსტრიაში ცვლილებები მოახდინოს. მის მიერ შექმნილი თმის მბზინავი და მქრალი პასტა გამოიყენება, როგორც ცალ-ცალკე, ისე - კომბინირებულად. მქრქალი პასტა იდეალურია ხვეული და ტალღოვანი თმისთვის. პროდუქტები გამდიდრებულია ქოქოსის, სანდლის ხისა და ირისის სურნელოვანი ნოტებით.

Nomad Barber-ის შექმნილი მშრალი ცვილი განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის, თუმცა განსაკუთრებით შესაფერისია Fade Cuts ვარცხნილობაზე. გრძელვადიანი მშრალი ტექსტურა დიდი ხნით უნარჩუნებს თმას ფორმას, ამავე დროს, ანიჭებს მას ელასტიურობას და ტოვებს ლავანდისა და სანელებლების სურნელს.

Sofie Staygold-ის კოლექცია - „ჩვეულებრივს მიღმა“ აერთიანებს მოცულობის სპრეი-ფხვნილს, არაწებოვან ცვილის ფხვნილსა და ბოჭკოვან პომადას, რომელიც იდეალურია არეული ვარცხნილობის დასაფიქსირებლად. პროდუქტები გაჯერებულია ციტრუსის, წყლისა და ხის ნოტებით. მოვლისა და სტაილინგის ხაზების კომბინაცია იძლევა სრულყოფილ შედეგს. პროდუქცია იდეალურია, როგორც პროფესიონალი ბარბერებისთვის, ისე - ნებისმიერი მსურველისთვის სახლში გამოსაყენებლად.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა