წესები და პირობები

შინაური ბარათის წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს (შემდგომში - „ხელშეკრულება“/ „წესები და პირობები“).

ვებ-გვერდი ეკუთვნის და იმართება შპს „სუფთა სახლის“ (ს/ნ 202458893, შემდგომში - „კომპანია“ / „сh.ge“) მიერ, რომელიც წარმოადგენს საცალო რეალიზაციის ქსელს და მისი სავაჭრო ობიექტები განთავსებულია საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში.

ელექტრონული მაღაზიის ვებ-გვერდის ch.ge-ის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციით და შეკვეთის განხორციელებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ არ დაეთანხმებით ქვემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, თქვენ ვერ შეძლებთ პროდუქციის შესყიდვას. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ წინამდებარე წესები და პირობები.

წინამდებარე წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და წარმოადგენს წინასწარ ჩამოყალიბებულ, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნულ, პირობებს, რომელთაც ch.ge უდგენს მომხმარებელს და რომელთა მეშვეობითაც რეგულირდება ურთიერთობა მომხმარებელსა და ch.ge-ს შორის.

კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები წინამდებარე წესებსა და პირობებში, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით. იმ შემთხვევაში, თუ წესებსა და პირობებში ხდება ისეთი ცვლილების შეტანა, რაც „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას, აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლამდე 5  (ხუთი) სამუშაო დღით ადრე ეცნობება  მომხმარებელს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ან/და ელ.ფოსტის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღის შემდგომ განახორციელებს შეკვეთას ვებ-გვერდის მეშვეობით, ჩაითვლება რომ იგი ეთანხმება განხორციელებულ ცვლილებებს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ განახლებულ წესებსა და პირობებს არ დაეთანხმებით, საშუალება გეძლევათ შეწყვიტოთ ვებ-გვერდით სარგებლობა.

 ტერმინთა განმარტება:

ა) კომპანია - შპს „სუფთა სახლი“ (ს/ნ 202458893), მოხსენიებული, ასევე, როგორც ch.ge / კომპანია;

ბ) მომხმარებელი - პირადი საჭიროებისათვის საქონლის შემკვეთი,  შემძენი,  ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური პირი;

გ)  საქონელი/პროდუქცია - ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე;

დ) კონტრაქტორი/კურიერი - მესამე პირი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მომხმარებლისთვის შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება;

ე) ნაკლიანი პროდუქცია - პროდუქცია, რომელიც არ შეესაბამება კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებულ აღწერას ან არ არის  ვარგისი იმ მიზნით სარგებლობისთვის, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, გამოიყენება. ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის ფოტოსურათი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს პროდუქციის რეალურ ვიზუალს, რაც არ მიიჩნევა საქონლის ნაკლად;

ვ) დისტანციური ხელშეკრულება - შემდგომში „ხელშეკრულება“, რომელიც დადებულია კომპანიასა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და კომპანიის ფიზიკურ თანაყოფობას.

ზ) მიმღები პირი - მომხმარებელი, რომელმაც განახორციელა შეკვეთა, ან/და შეკვეთის მიღებაზე უფლებამოსილი პირი.

თ) შეკვეთა - მომხმარებლის მიერ შერჩეული საქონლის ასორტიმენტის შეძენის სურვილის დადასტურება (დისტანციური ნასყიდობა).

ი) უნივერსალური იდენტიფიკატორი - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მინიჭებული ინდივიდუალური მაიდენტიფიცირებელი ნომერი.

კ) კალათა - მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებ-გვერდზე შერჩეული პროდუქციის მის პირად ანგარიშზე შენახვის საშუალება. 

ლ) რეგისტრაცია – წესებისა და პირობების შესაბამისად, ch.ge-ის ვებ-გვერდზე მომხმარებლის მიერ სპეციალური პროცედურების გავლა, რაც გულისხმობს მომხმარებლის მიერ ch.ge-ის ვებ-გვერდზე მისი სახელის, გვარის, ელექტრონული ფოსტის, მობილური ტელეფონის ნომრის, ან/და ანგარიშის პაროლის მითითებისა და მომხმარებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის ვერიფიცირების შემდეგ, მომხმარებლის პირადი ანგარიშის გახსნას ch.ge-ის ვებ-გვერდზე, რომელიც აძლევს მას ch.ge-ის ვებ-გვერდზე ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობას.

მ) ავტორიზაცია - წესებისა და პირობების შესაბამისად, ch.ge-ის ვებ-გვერდზე მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშში შესვლა ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემების საფუძველზე. ავტორიზაცია წარმოადგენს ch.ge-ის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქციას, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს მომხმარებელს უფლებას ch.ge-ის ვებ-გვერდზე სარგებლობის მიზნით, შევიდეს მის პირად ანგარიშზე, ასევე, მართოს და დაარედაქტიროს მისი ანგარიში და ანგარიშში ასახული მონაცემები.

მუხლი 1. დისტანციური ხელშეკრულების გაფორმება

1.1. დისტანციური ხელშეკრულება დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ch.ge-ზე რეგისტრაციისას  განაცხადებს თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებზე. მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის (დისტანციური ნასყიდობის) განხორციელება ნიშნავს, რომ აღნიშნულ წესებსა და პირობებს ეთანხმება  სრულად, მისაღებია   შეძენის, მიწოდების და სხვა მნიშვნელოვანი პირობები.

1.2. ხელშეკრულების პირობებთან და მოცემულ ვებ-გვერდთან დაკავშირებით კითხვების ან/და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ ch.ge-ს ცხელ ხაზს, ნომერზე: 032 261 11 51 ან ელ.ფოსტაზე: contact@ch.ge

მუხლი 2. განთავსებული ბმულები

2.1 წინამდებარე ვებ-გვერდზე არსებული ზოგიერთი ბმული მომხმარებელს გადაიყვანს იმ ვებ-გვერდზე, რომლებიც არ ექვემდებარება ch.ge-ს კონტროლს. როდესაც მომხმარებელი ააქტიურებს ამ ვებ-გვერდზე არსებულ ნებისმიერ სხვა ბმულს, ის ავტომატურად ტოვებს ch.ge-ს ვებ-გვერდს. შესაბამისად, ch.ge არ არის პასუხისმგებელი მათ მიერ ასეთ ვებ-გვერდებზე განხორციელებულ ოპერაციებზე.

მუხლი 3. განცხადებები და გარანტიები 

3.1 წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი (იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) ადასტურებს, რომ: 
3.1.1 არის სრულწლოვანი ( 18 ან მეტი წლის) ფიზიკური პირი;
3.1.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარის ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს;
3.1.3. სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
3.1.4. გაეცნო პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;
3.1.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი ზუსტია;
3.1.6. არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმს ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
3.1.7. პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისთვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
3.1.8. მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული ch.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ ch.ge-სთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისთვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
3.1.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
3.1.10. თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ch.ge-მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები. 
3.1.11. მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ch.ge-ს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებასთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
3.1.12. ch.ge ხელშეკრულებას დებს წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ch.ge-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივად უარის სათქმელად. 
3.1.13. მისთვის ცნობილია, რომ ვებ-გვერდის დიზაინზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
3.1.14. არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;

მუხლი 4. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება

4.1. ვებ-გვერდით სარგებლობის მიზნით მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე ch.ge;
4.2. რეგისტრაციისთვის აუცილებელია მომხმარებელმა შესაბამის ველებში მიუთითოს სავალდებულოდ შესავსები ინფორმაცია (სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ავტორიზაციისთვის საჭირო პაროლი, რომელიც ცნობილია მხოლოდ მომხმარებლისთვის და რომელსაც სისტემა არ ინახავს  ღია სახით და არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მომხმარებლისა).  
4.3. მომხმარებელი რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე იღებს ვერიფიკაციის ბმულს, რომლითაც ადასტურებს მეილის ავთენტურობას და მხოლოდ ვერიფიკაციის გავლის შემდეგ შეუძლია შეკვეთის განხორციელება. ანგარიშის თითოეულ ჯერზე გამოყენებისას მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია ვებ-გვერდის მეშვეობით.
4.4. მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს/ავტორიზაცია გაიაროს ch.ge-ის ვებ-გვერდზე  “Facebook”-ის, „Google”-ის ან ინტერნეტ სერვისზე დაფუძნებული სხვა სოციალური ქსელების/ელექტრონული სისტემების ანგარიშების (შემდგომში „სოციალური ქსელის ანგარიში“) საშუალებით.
4.5. ch.ge-ს მომსახურებით სარგებლობისთვის:
4.5.1. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. 
4.5.2 მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე. მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ch.ge-ს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს ტელ: 032 261 11 51; აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით. 
4.5.3 პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას ch.ge-ს ინტერესები და აუნაზღაუროს ch.ge -ს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
4.5.4 მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება.
4.5.5 ch.ge არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 4.5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე.
4.5.6 ch.ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;

მუხლი 5. მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელება და ანგარიშსწორება

5.1. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია გაიაროს ავტორიზაცია, ვებ-გვერდზე, აირჩიოს მისთვის სასურველი პროდუქცია/პროდუქტები და დაამატოს კალათაში.  
5.2. პროდუქციის შესაძენად, პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ, მომხმარებელი გადადის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც ის იხილავს საბოლოო ანგარიშსწორების თანხას (მიწოდების და სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩათვლით).
5.3. მომხმარებელი ch.ge საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების პირობების მიხედვით. 
5.4.  იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანიას კონკრეტული პროდუქტი არ აქვს მარაგში, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნული მომხმარებელს  და მომხმარებლის სურვილის შესაბამისად, განახორციელოს კონკრეტული შეკვეთის ცვლილება ან გაუქმება.
5.5. კომპანია იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ, სრულად ან ნაწილობრივ  გააუქმოს შეკვეთა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება მომხმარებელს.
5.5. сh.ge -ზე მომხმარებელი ანგარიშსწორებას ახდენს კომპანიის ლოიალურობის ბარათით, VISA ან MASTERCARD ან American Express ბარათით. ბარათის იდენტიფიკაცია ან ტრანზაქციის განხორციელება სრულად ეკუთვნის ანგარიშსწორების ბანკის პრეროგატივას. ტრანზაქცია ხორციელდება დაცული ვებ-გვერდის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი  ანგარიშსწორების ბანკის საკუთრებას.
5.6. საბანკო ბარათის დეტალების შევსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ შეკვეთის ღირებულების ანაზღაურების დროს გამოყენებული საბანკო ბარათი პირადად მას ეკუთვნის და ადგილი არ აქვს მის არამართლზომიერ გამოყენებას.
5.7.მომხმარებლის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქციის ღირებულება, სხვა დამატებითი ხარჯის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდილ იქნება ch.ge-ს შესაბამის საბანკო ანგარიშზე, რომლის წარმატებით გადახდის თაობაზეც მომხმარებელს მიეწოდება შეტყობინება. აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდგომ განხორციელდება შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება მიწოდების პირობების შესაბამისად. 
5.8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის კონკრეტული შეკვეთიდან გამომდინარე, კომპანიას წარმოეშოება თანხის დაბრუნების ვალდებულება მომხმარებლისთვის, კომპანია მომხმარებელს შესაბამის თანხას დაუბრუნებს იმავე საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, თანხის დაბრუნების დადასტურებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში. 

მუხლი 6. მიწოდების პირობები

6.1. კომპანიის ონლაინ მაღაზიაში ch.ge-ს მიტანის სერვისი მოქმედებს თბილისის და მისი შემოგარენის მასშტაბით (წყნეთი, კოჯორი, კიკეთი, ქვემო და ზემო ფონიჭალა, შინდისი, თხინვალა, ოქროყანა, სოფელი ლილო, დიდი ლილო, სოფელი ლისი, მუხათწყარო, მუხათგვერდი, მსხალდიდი).
6.2. მიწოდების პერიოდი შეადგენს 1-3 სამუშაო დღეს. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს, რის შესახებაც დამატებით ეცნობება მომხმარებელს. მიწოდების ფასი განისაზღვრება შესყიდვის ღირებულების მიხედვით, კერძოდ:
100 ლარამდე შენაძენზე მიწოდების საფასურია 4 ლარი;
 100 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში მიწოდება არის უფასო;
6.3. მომხმარებელი ch.ge -ს საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს  წინამდებარე მუხლში განსაზღვრული პირობებით. 
6.4. პროდუქტის მიწოდების მისამართს მომხმარებელი განსაზღვრავს ყოველი შეკვეთისას. მას შეუძლია ყოველ შეკვეთაზე დაამატოს ახალი მისამართი. 
6.5. თუ მომხმარებელს სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში მან ch.ge-ს შეკვეთის შესაბამის მისამართის ველში აღნიშვნით უნდა მიაწოდოს მიმღები პირის მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, რათა ch.ge- მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება. 
6.6. შეკვეთის შეუფერხებლად მისაღებად აუცილებლად, მომხმარებელმა ზედმიწევნით სწორად და სრულად შეავსოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
6.7. შეკვეთით განსაზღვრული პროდუქტის მიწოდება მომხმარებლისთვის ხორციელდება კონტრაქტორი, მესამე პირის საშუალებით. კურიერი შეკვეთის მომხმარებელთან მიტანამდე მას თავად დაუკავშირდება და შეათანხმებს პორდუქციის მიტანის დროს
6.8. კომპანია პასუხს არ აგებს კურიერის მიერ საკუთარი ვალდებულებების დაგვიანებით ან/და არაჯეროვან შესრულებაზე.
6.9. თუ წინამდებარე ხელშეკრულების 5.7 პუნქტით გათვალისწინებული დადასტურებიდან,  მომხმარებელმა შეკვეთა 3  სამუშაო დღის განმავლობაში ვერ მიიღო, მან დაუყოვნებლივ  უნდა აცნობოს ch.ge-ს  ცხელი ხაზს ნომერზე 0322 61 11 51 და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ, ch.ge  იზრუნებს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულად აღმოფხვრაზე.
6.10. არასრული მისამართის, ან/და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის არასწორად მითითების, ასევე, ტელეფონზე კურიერის ზარის არ პასუხის შემთხვევაში, პროდუქცია დაბრუნება საწყობში და შეინახება 14 კალენდარული  დღის განმავლობაში.
6.11. საწყობში შენახვის ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვის ან/და მიმღები პირის მიერ შეკვეთის მიღებაზე უარის თქმის გამო, ch.ge-ს ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად და მომხმარებელს არ დაუბრუნდება გადახდილი თანხა. 
6.12. მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის მიღებისთანავე შეამოწმოს შეკვეთა და არ ჩაიბაროს ნაკლის მქონე პროდუქცია.

მუხლი 7. საქონლის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი

7.1. მომხმარებლის ან მიმღები პირის მიერ საქონელზე ფაქტობრივი მფლობელობის მოპოვებიდან, საქონლის შემთხვევითი დაღუპვის ან გაფუჭების რისკი მომხმარებელზე გადადის.

მუხლი 8. პრეტენზიები და რეკლამაცია 

8.1. იმ შემთხვევაში,  თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. 
8.2. ნაკლის მქონე პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, ნაკლის აღმოჩენისთანავე, არაუგვიანეს 48 საათისა,  გადაუღოს  მიღებულ პროდუქციას დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ, აცნობოს ch.ge-ს  შემდეგ ელ. ფოსტაზე: contact@ch.ge ან დაუკავშირდეს ცხელი ხაზის 032 2 61 11 51 მეშვეობით. ამასთან, მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ვებ-გვერდზე განთავსებული რეკლამაციის ფორმა. (ფორმის შესავსებად დააჭირეთ აქ)
8.3. მომხმარებელს უფლება აქვს, ch.ge-ს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
8.4. მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ch.ge-ის  მიერ მოხდება პრობლემური საკითხის განხილვა, მომხმარებელთან კომუნიკაცია და შესაბამისი რეაგირება.
8.5. ნაკლის მქონე პროდუქცია, კომპანიის მიერ შეკეთებული ან შეცვლილი იქნება  გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა. 
8.6. მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე/შესაბამის შეკვეთაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
 ბ) კომპანიამ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) კომპანიის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის;
8.7. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
8.8. ch.ge პასუხისმგებელია შემოთავაზებული პროდუქტის გარეგნულ იერსახეზე, შეფუთვის მთლიანობასა და ვარგისიანობის ვადაზე.
8.9. შეძენილი პროდუქტის გამოყენებით/მოხმარებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება კომპანიის მიერ სრულ ანაზღაურებას, თუ საქართველოს სახელწიფოს სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორიის საექსპერტო დასკვნით დადასტურდება, რომ ზიანი გამოწვეულია უშუალოდ ch.ge-ს ბრალეულობით. ამასთან, ზიანი არ უნდა გამომდინარეობდეს პროდუქტის თანმხლები ინსტრუქციის დარღვევით, გაუთვალისწინებლობით ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებისგან. 
8.10. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
8.11. მომხმარებელს უფლება აქვს,  წინამდებარე ხელშეკრულების 8.1-8.7 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით ისარგებლოს იმ შემთხვევაში, თუ  საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა.

მუხლი 9. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება

9.1. მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე (წინამდებარე წესების და პირობების 9.5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისების გარდა) უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე/ცალკეულ შეკვეთაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადა აითვლება:
ა) მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მიმღები პირის მიერ (გარდა კონტრაქტორისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ან
ბ) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში- მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მიმღები პირის მიერ (გარდა კონტრაქტორისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
გ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
9.2. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა კომპანიის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდებს მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. 
9.3. მომხმარებლის მიერ ცალკეულ შეკვეთაზე (დისტანციურ ნასყიდობაზე) უარის თქმა იწვევს მხოლოდ კონკრეტული შესაბამისი შეკვეთის გაუქმებას  და გავლენას არ ახდენს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედებაზე.   მომხმარებელი უფლებამოსილია, შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე ხელშეკრულება შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს. 
9.4. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას 9.1 პუნქტით დადგენილ ვადაში გაუგზავნოს შევსებული ფორმა (ფორმის შესავსებად გთხოვთ დააჭიროთ აქ) ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მომხმარებლის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.
9.5. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ: 
ა) კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
ბ)  ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
გ) მას მიეწოდა ჰერმენტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
დ) მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
ე) მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
ვ) მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
9.6. ხელშეკრულების უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით დადებული/ცალკეული შეკვეთით  ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა შესრულებით მიიღეს, მხარეებს უბრუნდებათ.
9.7. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია:
ა) მომხმარებელს გადახდილი თანხა, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში -   მიწოდების ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა. კომპანია ვალდებული არ არის, მოხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან  კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან;
ბ) თანხა აანაზღაუროს გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.
გ) ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანიამ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
9.8. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
ა) კომპანიას დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
ბ) გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯი. 

მუხლი 10. ანგარიშის მოქმედება და ანგარიშის დახურვა

10.1. сh.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, ნებისმიერ დროს,  შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს ვებ-გვერდით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან. 
10.2. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ch.ge-ს ვებ-გვერდის გამოყენება, გააუქმოს ავტორიზებული მომხმარებელი, რის თაობაზეც უნდა შეატყობინოს კომპანიას ელ.ფოსტაზე contact@ch.ge. კომპანია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, დააკმაყოფილებს მომხმარებლის მიმართვას, რის შემდეგაც დაიხურება მომხმარებლის მიერ შექმნილი ავტორიზებული მომხმარებელი. 

მუხლი 11. პერსონალურ მონაცემთა დაცვა, კონფიდენციალურობა

11.1. ვებ-გვერდის სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა ch.ge-ს მიერ შეგროვებული,  გამოყენებული და შენახული იქნეს მომხმარებლის მიერ მოწოდებულ პერსონალური ინფორმაცია და ეთანხმება ch.ge-ს ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას. 
11.2. сh.ge პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები ch.ge-ს მხრიდან დამუშავდება მომხმარებელთან სახელშეკრულებო მიზნებისთვის.
11.3. პირადი მონაცემები დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11.4. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და შესაბამისი მოცულობით,  მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გაზიარდეს ch.ge-ს უფლებამოსილ წარმომადგენლებთან და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებთან: 
 11.4.1. მომხმარებლის კანონიერ წარმომადგენელთან;
 11.4.2.სამართალდამცავ ორგანოებთან, მარეგულირებელ ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებთან;
11.4.3.მესამე მხარეებთან, ვისთვისაც მომხმარებელი ითხოვს, ან ნებას რთავს მონაცემების გაზიარებისთვის; 
11.4.5. მესამე მხარეებთან, ვისთვისაც ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი საქონლის მიწოდების უზრუნველსაყოფად;
11.4.6. მომსახურების პროვაიდერ- კომპანიებთან, რომლებიც ch.ge-ს უწევენ მომსახურებას ან გასწევენ მომსახურებას ch.ge-ს სახელით;
11.4.7.კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში,  შესაბამის მესამე პირებთან;
11.4.8. მომხმარებელთან დაკავშირებულ და მათთვის საინტერესო მომსახურებებთან, პროდუქტებთან, სერვისებთან, ვებ-გვერდთან და აპლიკაციებთან დაკავშირებული სარეკლამო მასალების მიწოდების მიზნით (პირდაპირი მარკეტინგი), ch.ge-ს შეუძლია უშუალოდ ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, რომელიც შემოიფარგლება მომხმარებლის სახელით, ელექტრონული ფოსტის მისამართით ან ტელეფონის ნომრით ან ამისთვის მიმართავს მესამე მხარეს ქვეკონტრაქტორებს/აფილირებულ პირებს/ერთობლივი მარკეტინგის პარტნიოერებს/ბიზნეს პარტნიორებს. ამისთვის, ch.ge-ს შეუძლია გაუზიაროს და გაუმჟღავნოს პერსონალური ინფორმაცია მარკეტინგის პარტნიორებს.
11.5. მომხმარებელი თანახმაა, რომ ელ.ფოსტაზე პერიოდულად მიიღოს შეტყობინებები ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს, მიიღოს მსგავსი ინფორმაცია, ყოველი შეტყობინების ტექსტში მითითებული იქნება ინსტრუქცია მისი მიღების გაუქმების შესახებ და მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერი დროს გააუქმოს გაცემული თანხმობა. 
11.6. сh.ge შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის პირადი მონაცემები მათთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად. 
11.7. მომხმარებლი პირად მონაცემებს ch.ge ინახავს მომხმარებლის მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 10 წლამდე ვადით ან კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებში უფრო გრძელვადიანი პერიოდით.
11.8. პერსონალური მონაცემების შენახვა არ ითვალისწინებს მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ინფორმაციის შენახვას. 
11.9. сh.ge -ს მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე წვდომა არ გააჩია.
11.10. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, განაახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
11.11. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ch.ge აგროვებს, შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
11.11.1. მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზებისთვის (მომხმარებლის ინფორმაცია ეხმარება კომპანიას მარტივად უპასუხოს მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებს);
11.11.2. сh.ge -ს ვებ-გვერდის გასაუმჯობესებლად (сh.ge მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს ვებ-გვერდის შეთავაზებები იმ ინფორმაციისა და გამოხმაურების საფუძველზე, რომელსაც მომხმარებლისგან იღებს);
11.11.3. მომხმარებელთან მომსახურების გასაუმჯობესებლად (მომხმარებლებზე ინფორმაცია ch.ge-ს ეხმარება ეფექტურ უკუკავშირსა და მომხმარებელთა მოთხოვნების მხარდაჭერაში);
11.11.4. ტრანზაქციების დასამუშავებლად;
11.11.5. ინფორმაცია მომხმარებელზე, იქნება ეს საჯარო თუ პირადი, არ გამოიყენება, არ გაიცვლება, არ გადაეცემა რომელიმე სხვა კომპანიას რაიმე მიზეზით, მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა შეძენილი საქონლის მიწოდების პირდაპირი მიზნისა.
11.12. მომხმარებლის მიერ მიწოდებული ელ.ფოსტის მისამართი, შეიძლება გამოყენებულ იქნას მომხმარებლის შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და განახლებების გამოსაგზავნად, კომპანიის სიახლეების, განახლებების, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და ა.შ. 
შენიშვნა: თუ მომხმარებელს სურს გააუქმოს სიახლეების გამოწერა, ch.ge განათავსებს დეტალურ ინსტრუქციებს გამოწერის გაუქმების შესახებ თითოეული ელფოსტის ბოლოში.
11.13. сh.ge-ს ვებ-გვერდის გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
11.14. კონფიდენციალურობის პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში, ch.ge გამოაქვეყნებს ცვლილებებს ვებ-გვერდზე  და განაახლებს კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილების თარიღს.
11.15. კითხვების ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს ch.ge-ს ელ. ფოსტის მისამართზე: contact@ch.ge, ან მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს: personaldata.ge. 
11.16. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მხარეთათვის ცნობილი გახდება ვებ-გვერდით სარგებლობისას წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. მომხმარებელი ვალდებულია, კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, კონფიდენციალური ინფორმაცია არ გაუმჟღავნოს მესამე პირებს ან/და არ გამოიყენოს პირადად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება მოქმედებს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მომნეტიდან და ნარჩუნდება  ვებ-გვერდით სარგებლობის შეწყვეტიდან  10 წლის განმავლობაში.

მუხლი 12. Cookie ფაილები

12.1. сh.ge იყენებს „მზა ჩანაწერებს“ (cookie). „მზა ჩანაწერები“  არის პატარა ფაილები, რომლებსაც ვებ-გვერდიან მისი სერვისის პროვაიდერი გადასცემს მომხმარებლის კომპიუტერის მყარ დისკზე თქვენი ბრაუზერის მეშვეობით (თუ ნებას რთავს), რაც საშუალებას აძლევს საიტებს ან სერვისის პროვაიდერ სისტემებს ამოიცნონ მომხმარებლის ბრაუზერი და აღბეჭდონ და დაიმახსოვრონ გარკვეული ინფორმაცია).
12.2. сh.ge იყენებს „მზა ჩანაწერებს“ (cookie)  ფაილებს, რათა დაეხმაროს დაიმახსოვროს და დაამუშაოს მომხმარებლის კალათაში არსებული ნივთები, გაიგოს და შეინახოს მომხმარებლის პრეფერენციები მომავალი ვიზიტებისთვის და მომხმარებელმა თვალყური ადევნოს რეკლამებს.
12.3. თუ მომხმარებელს სურს შეზღუდოს „მზა ჩანაწერებს“ (cookie) ან დაბლოკოს ისინი, ch.ge-ს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შესაძლოა მომხმარებლის ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. 
12.4. „მზა ჩანაწერებს“ (cookie) წაშლით შესაძლოა ch.ge-ს მიერ შეთავაზებული ზოგიერთი სერვისი დაიბლოკოს და არ ფუნქციონირებდეს.
მუხლი 13. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი.
13.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
13.2. მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო;
13.3. მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხორციელდება წერილობითი ფორმით. წერილობით ფორმის უთანაბრდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება. მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის გამოიყენება ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებული ელ.ფოსტის მისამართი.
13.4. ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარკების გზით;
13.5. თუ მხარეები 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას  მოლაპარკების გზით ვერ მიაღწევენ, მხარეები მიმართავენ საქართველოს სასამართლოს.