TIRET კანალიზაციის საწმენდი სითხე 500 მლ (ტირეტი)

- 20%
00-00002699
სისუფთავის დღეები
აქციის დასრულებამდე დარჩა:
25.90 

20.72 

დანაზოგი: 5.18 
გაყიდვაშია

აღწერა

TIRET-ის მილების გამხსნელი გელი თავიდან აგაცილებთ სანტექნიკური მილების დაბინძურებას. ის დაუზიანებლად აშორებს ჩამჯდარ ნადებს, ცხიმს, მიკრობებს, შლის ჩაჭედილ ნარჩენებს და აქრობს უსიამოვნო სუნს. გელის თხელი, კონცენტრირებული სტრუქტურა ღრმად აღწევს მილებში და ეფექტურად მოქმედებს მაშინაც კი, თუ ნიჟარაში წყალია. TIRET-ის გამწმენდი სითხე უსაფრთხოა ფოლადისა და მეტალოპლასტმასის მილებისთვის. მოარიდეთ აკრილის აბაზანისა და ნიჟარის ზედაპირს.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, ქლორის შემცველი მათეთრებელი


გამოყენების წესი: ჩაასხით სითხე სანიაღვრე მილში, დაელოდეთ 15 წუთი და ჩარეცხეთ წყლით 5 წუთის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა.


გაფრთხილება: სითხის გადაყლაპვა საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. მოარიდეთ თვალსა და კანს. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათით, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას! 


მოცულობა: 500 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით

მსგავსი პროდუქტები