VILEDA იატაკის საწმენდი მოპი ჯოხით 45 სმ (ვილედა)

00-00034661

97.95 

გაყიდვაშია

აღწერა

"ვილედას" მოპი განკუთვნილია ხის იატაკისა და ლამინატისთვის. საწმენდი ქსოვილი ადვილად აგროვებს მტვერსა და ჭუჭყს, ხოლო ძირის ტრაპეციული ფორმა და 360°-ით მბრუნავი კონექტორი საშუალებას გაძლევთ მარტივად გაასუფთაოთ ზედაპირი, მათ შორის, ძნელად მისადგომი ადგილები. VILEDA-ს ვისკოზის მასალის საქშენი ეფექტურად იწოვს ტენიანობას, მიკროფიბერი კი, სარეცხი საშუალების გარეშე, ასუფთავებს ძლიერად დაბინძურებულ იატაკს. მოპი გამოიყენება, როგორც სველი, ისე მშრალი წმენდისთვის. ქსოვილი ადვილად იხსნება და ირეცხება სარეცხ მანქანაში.


შემადგენლობა: საფენი - ცელულოზა, პოლიესტერი, პოლიამიდი; მოპი - ლითონი, პლასტმასი.


გამოყენების წესი: საფენი მოარგეთ მოპს, დაასველეთ წყლით და გაწმინდეთ.


სიგრძე: მილი - 125 სმ; საქშენი - 45 სმ 

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით