BIMAX სარეცხი ფხვნილი ფერადი ქსოვილისთვის 1.5 კგ (ბიმაქსი)

- 27%
00-00001384
13.65 

9.95 

დანაზოგი: 3.70 ₾
გაყიდვაშია

აღწერა

"ბიმაქსის" ფხვნილი არის უნივერსალური სარეცხი საშუალება შემცირებული ქაფითა და ბიოდანამატებით. ამოიცნობს და აშორებს 100-ზე მეტი სახეობის ლაქას. Bimax Color ზრუნავს ქსოვილის ფერსა და სისუფთავეზე. იცავს სარეცხი მანქანის გამაცხელებელ ელემენტს ნადების გაჩენისგან. ნაზად რეცხავს და ინარჩუნებს ბოჭკოვან სტრუქტურას დაბალ ტემპერატურაზე. "ბიმაქსის" სარეცხი ფხვნილის ეკოლოგიურად სუფთა ფორმულა არ შეიცავს ფოსფატებს და უზრუნველყოფს ქსოვილის უნაკლო სისუფთავეს.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ცეოლიტები, პოლიკარბოქსილატები, ფერმენტები, ფოსფონატები, ოპტიკური გამაღიავებელი, სურნელოვანი დანამატი.


მოხმარების წესი: დაახარისხეთ სარეცხი გარეცხვამდე, დაიცავით შეფუთვის უკანა მხარეს მოცემული ტემპერატურის რეკომენდაციები. ჩაყარეთ ფხვნილი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში, აირჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტის შესაბამისი პროგრამა და ჩართეთ.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 1.5 კგ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით