​როგორ დავალაგოთ სახლი ორჯერ უფრო სწრაფად ?

05/11/2021

ბრიტანელი ექსპერტები სახლის მოვლის საკითხებში ამბობენ რომ შესაძლებელია მოსაწყენი და დამღლელი სახლის დალაგების დროის შემცირება. ამისთვის მთავარია შექმნათ სისტემა - რაც ნიშნავს რომ სახლი ყოველთვის ერთნაირი წესით უნდა დაასუფთავოთ: ერთდროულად უნდა იმუშაოთ მხოლოდ ერთ ოთახზე და დაიწყოთ და დაასრულოთ დალაგება ერთი წერტილიდან.

„დროის შესამცირებლად უნდა იყოთ თანამიმდევრული, ეს არის წარმატების მთელი წინაპირობა“ ამბობს დები სარდონე, ბრიტანული დასუფთავების სერვისის მფლობელი და დირექტორი. „გააკეთეთ ერთი და იგივე ყოველ ჯერზე რათა ეს გახდეს რუტინული პროცედურა, დალაგების სისწრაფე მოდის სისტემური მიდგომისგან და არა სიჩქარისგან“.

პირველი ნაბიჯი უფრო სწრაფი და ეფექტური დალაგებისკენ არის რომ დაიწყოთ დალაგება ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ. ყავის მაგიდის გაწმენდით დაწყებას აზრი არ აქვს რადგან მალე მაინც ფარდების ან ჟალუზების მტვერი დაედება საგულდაგულოდ გაპრიალებულ მაგიდას. ამიტომ დავიწყოთ დასუფთავება ჭერიდან და მხოლოდ შემდეგ გადავიდეთ ოთახის სხვა ნაწილებზე. „ადამიანთა უმეტესობა წმენდს იმას რასაც ხედავს, შემდეგ აიხედავს ზემოთ იქაც გადაწმენდს მტვერს და შემდეგ ის მტვერი ვარდება უკვე გაწმენდილ ადგილას და მეორეჯერ გიწევთ საქმის კეთება. ჭერიდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ სისტემის გამოყენებისას კი თავიდან იცილებთ საქმის ორმაგად გაკეთებას.

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეაგროვოთ საწმენდი პროდუქტები ერთ, ადვილად მისაწვდომ ადგილას რათა არ დახარჯოთ დრო მათი ძებნისთვის და არ მოგიწიოთ ათჯერ სამზარეულოში შესვლა დომესტოსის ან ფროშის მინის საწმენდი სითხის ასაღებად.

მესამე და მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორად ებრძოლოთ ცხიმს რომელიც გროვდება სამზარეულოში, კარადებსა და სამზარეულოს ტექნიკაზე. ასეთი ცხიმის სწრაფად მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საწმენდი ფორთოხლის ზეთით. შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი თხევადი სარეცხი საშუალება 3 ლიტრ თბილ წყალს და გამოიყენეთ სუფთა საწმენდი ღრუბელი - დაალბეთ ამ ნარევში და გამოიყენეთ სამზარეულოს კარადების და ავეჯის გასაწმენდად. იგი არ დააზიანებს და არ გააუფერულებს ზედაპირს და შემდეგ მარტივად ჩამორეცხავთ სხვა ღრუბლით და თბილი წყლით.

და ბოლოს რაც უფრო ხშირად დაალაგებთ სახლს, მით უფრო ნაკლები დრო და ენერგია დაგეხარჯებათ დალაგების პროცესში, ექსპერტების რეკომენდაციაა ერთი სრულფასოვანი გენერალური დალაგების შემდეგ, ყოველ 2 კვირაში ერთხელ მსუბუქად გადაუაროთ პრობლემურ ადგილებს თქვენ სახლში, ასე შეამცირებთ გენერალური დალაგებების რაოდენობას და დახარჯულ ენერგიას.

კომენტარები
fff
მართლა კარგი მეთოდია დალაგების დავალაგებ და ვნახავ ჩემზე გაამართლებს თუ არა ვეჭვობ ასეა

მიმოხილვის დაწერა