საწმენდი და სარეცხი საშუალების ნაკრები

00-21156358

აღწერა

კომპლექტში შედის DOMOL-ისა და FRA-BER-ის საწმენდი და სარეცხი საშუალებები:

DOMOL Feinwaschmittel გამოიყენება, როგორც ავტომატური, ისე ხელით რეცხვის დროს. განკუთვნილია დელიკატური ქსოვილების, მათ შორის - შალისა და აბრეშუმისთვის. სარეცხი ფხვნილი DOMOL სპეციალურად შემუშავებული ფორმულის მეშვეობით იცავს, არბილებს და ასუფთავებს  ქსოვილის ბოჭკოებს დაბალ ტემპერატურაზეც კი. (წონა: 1.75 კგ)

DOMOL-ის ჰაერის გამწმენდი არომატიზატორი სწრაფად აქრობს უსიამოვნო სუნს და ტოვებს ლიმონის სასიამოვნო არომატს. (მოცულობა: 300 მლ)

ცხიმის მოსაშორებელი საშუალება FRA-BER FORTE მარტივად უმკლავდება სხვადასხვა ტიპის დაბინძურებას. გამოიყენება ღუმელის, გრილის, მიკროტალღურის, გაზისა და ელექტრო ქურების გასაწმენდად. ასევე, იდეალურია ქსოვილიდან ცხიმის ლაქების ამოსაყვანად. (მოცულობა: 750 მლ)

სამზარეულოსა და აბაზანის საწმენდი საშუალება FRA-BER ACT გამოიყენება კერამიკული ფილებისა და სანტექნიკის გასაწმენდად. ზედაპირს აშორებს ცხიმს, კირის ნარჩენებსა და ნადებს. ტოვებს სასიამოვნო გრილ სურნელს. (მოცულობა: 750 მლ)

მრავალფუნქციური საწმენდი FRA-BER ALL განკუთვნილია ყველა სახის ზედაპირისთვის. შრება სწრაფად, არ ჭირდება ჩამორეცხვა და არ ტოვებს ლაქებს. შესაფერისია, როგორც სამზარეულოსა და სველი წერტილებისთვის, ისე - ავეჯისა და ჭაღებისთვის. (მოცულობა: 750 მლ)

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით