Health & Beauty თმის აღმდგენი და გამაჯანსაღებელი ნიღაბი ქოქოსის ზეთით 200მლ (ჰელს ენდ ბიუთი)

00-00045303

აღწერა

Health & Beauty-ის თმის აღმდგენი და გამაჯანსაღებელი ნიღაბი გაჯერებულია ქოქოსის ექსტრაქტით. მზე, ქარი, ზღვის წყალი, ფენის გადაჭარბებული გამოყენება, თმის შეღებვა და გაღიავება, ჰორმონალური ცვლილებები და სხვა გარე ზემოქმედებები აზიანებს თმის იერს. თმა ხდება თხელი, მშრალი, მტვრევადი, გაყოფილი ბოლოებით. ქოქოსის ზეთის თმის ნიღაბი შეიქმნა ამ მავნე ზემოქმედებით გამოწვეული ზიანის აღსადგენად. ნიღბის რეგულარული გამოყენება აძლიერებს თმის ბოჭკოს და აღადგენს მას. გამდიდრებულია პროვიტამინებით B5, E, ასევე - მკვდარი ზღვის მინერალებით, არგანის ზეთით, ზეითუნის ზეთით, მაკადამიას ზეთით, კერატინით და UV ფილტრებით. რეგულარული გამოყენება მისცემს თმას ჯანსაღ და მბზინვარ იერს, შეამცირებს გაყოფილ ბოლოებს და ხელს შეუწყობს ქერტლის თავიდან აცილებას.


შემადგენლობა: ვიტამინები, მცენარეული ეთერზეთები, კერატინი, etc.


გამოყენების წესი: შამპუნით დაბანის შემდეგ, გაწურეთ თმა და შეიზილეთ ნიღაბის საკმარისი მოცულობა დაწყებული ფესვებიდან თმის ბოლოებამდე. გაიჩერეთ 2-3 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყალით. 


გაფრთხილება: მოარიდეთ თვალს!


მოცულობა: 200 მლ


გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით