VANISH OXI ACTION მათეთრებელი და ლაქების ამომყვანი ფხვნილი 500 გრ (ვენიში)

00-00048130

14.80 

გაყიდვაშია

აღწერა

"ვენიშის" ლაქების ამომყვანი და მათეთრებელი ფხვნილი VANISH OXI ACTION შექმნილია სპეციალურად თეთრი ქსოვილიდან ლაქების ამოსაყვანად. გამოიყენება ყველა ტიპის ბოჭკოზე, მათ შორის ბამბაზე, სინთეთიკაზე, შალსა და აბრეშუმზე. დელიკატური ზრუნვის ფორმულა უმოკლეს დროში უმკლავდება ღრმად ჩამჯდარ ლაქას, ათეთრებს მას და სძენს სიკაშკაშეს. რაც მთავარია, ეს პროცედურა არ აზიანებს ტექსტურას, რადგან მათეთრებელი არ შეიცავს ქლორს. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ტემპერატურაზე. ტანსაცმელი რჩება სუფთა და თეთრი, როგორც ახალი, რეგულარული რეცხვის შემდეგაც კი. "ვენიშის" ლაქების ამომყვანი და მათეთრებელი ფხვნილი აერთიანებს 4 კომპონენტს ერთ პროდუქტში - ეფექტურობა, ეკონომიურობა, პრაქტიკულობა და დელიკატურობა.


შემადგენლობა: ჟანგბადიანი მათეთრებელი, 5%-ზე ნაკლები არაიონური და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ცეოლიტები, ფერმენტები, ოპტიკური გამაღიავებელი


გამოყენების წესი:

წინასწარი დამუშავება: შეურიეთ ¼ ფხვნილი ¾ წყალს. ნარევი წაუსვით ლაქას. გააჩერეთ რამდენიმე საათით და შემდგომ კარგად გარეცხეთ.

ხელით გარეცხვა: ყოველდღიური რეცხვისთვის გახსენით ნახევარი კოვზი 10 ლიტრ წყალში. ძლიერად დაბინძურებული ქსოვილის შემთხვევაში - 1 კოვზი 10 ლიტრ წყალში.

ავტომატური რეცხვა: ჩაყარეთ ნახევარი კოვზი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში. ცალკე განყოფილებაში მოათავსეთ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალება და ჩართეთ.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 500 გრ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით