VANISH ლაქების ამომყვანი სითხე ფერადი ქსოვილისთვის 1 ლ (ვენიში)

00-00004809

14.95 

გაყიდვაშია

აღწერა

"ვენიშის" ლაქების ამომყვანი სითხე VANISH OXI ACTION შექმნილია სპეციალურად ფერადი ქსოვილისთვის. გამოიყენება ყველა ტიპის ბოჭკოზე, მათ შორის ბამბაზე, სინთეთიკაზე, შალსა და აბრეშუმზე. დელიკატური ზრუნვის ფორმულა უმოკლეს დროში უმკლავდება ღრმად ჩამჯდარ ლაქას, ათეთრებს მას და სძენს სიკაშკაშეს. რაც მთავარია, ეს პროცედურა არ აზიანებს თეთრეულის სტრუტქურას, რადგან მათეთრებელი არ შეიცავს ქლორს. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ტემპერატურაზე. ტანსაცმელი რჩება სუფთა და თეთრი, როგორც ახალი, რეგულარული რეცხვის შემდეგაც კი. "ვენიშის" ლაქების ამომყვანი სითხე აერთიანებს 4 კომპონენტს ერთ პროდუქტში - ეფექტურობა, ეკონომიურობა, პრაქტიკულობა და დელიკატურობა.


შემადგენლობა: ჟანგბადიანი მათეთრებელი, 5%-ზე ნაკლები არაიონური და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ცეოლიტები, ფერმენტები, ოპტიკური გამაღიავებელი


გამოყენების წესი:

წინასწარი დამუშავება: წაუსვით მცირე რაოდენობის სითხე ლაქას. გააჩერეთ რამდენიმე საათით და გარეცხეთ. არ გააშროთ ქსოვილზე.

ავტომატური რეცხვა: დაამატეთ 100 მლ სითხე სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში. ცალკე განყოფილებაში მოათავსეთ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალება და ჩართეთ.

ხელით რეცხვა: გახსენით 100 მლ სითხე 4 ლიტრ წყალში, გარეცხეთ და შემდეგ კარგად გაავლეთ სუფთა წყალში.


გაფრთხილება: მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. გამოიყენეთ ხელთათმანი. სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ მზის სხივებს. მოარიდეთ მეტალის ღილებთან შეხებას.


მოცულობა: 1 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით