VANISH OXI ACTION ლაქების ამომყვანი ფხვნილი ფერადი ქსოვილისთვის 500 გრ (ვენიში)

00-00048132

14.80 

გაყიდვაშია

აღწერა

"ვენიშის" ლაქების ამომყვანი ფხვნილი VANISH OXI ACTION შექმნილია სპეციალურად ფერადი ქსოვილებისთვის. გამოიყენება ყველა ტიპის ბოჭკოზე, მათ შორის ბამბაზე, სინთეთიკაზე, შალსა და აბრეშუმზე. დელიკატური ზრუნვის ფორმულა უმოკლეს დროში უმკლავდება ღრმად ჩამჯდარ ლაქას და სძენს სიკაშკაშეს. რაც მთავარია, ეს პროცედურა არ აზიანებს თეთრეულის სტრუტქურას, რადგან მათეთრებელი არ შეიცავს ქლორს. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ტემპერატურაზე. ტანსაცმელი რჩება სუფთა, როგორც ახალი, რეგულარული რეცხვის შემდეგაც კი. "ვენიშის" ფერადებისთვის განკუთვნილი ლაქების ამომყვანი საშუალება აერთიანებს 4 კომპონენტს ერთ პროდუქტში - ეფექტურობა, ეკონომიურობა, პრაქტიკულობა და დელიკატურობა.


შემადგენლობა: ჟანგბადიანი მათეთრებელი, 5%-ზე ნაკლები არაიონური და ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ცეოლიტები, ფერმენტები, ოპტიკური გამაღიავებელი


გამოყენების წესი:

წინასწარი დამუშავება: შეურიეთ ¼ ფხვნილი ¾ წყალს. ნარევი წაუსვით ლაქას. გააჩერეთ რამდენიმე არა უმეტეს 1 საათისა და გარეცხეთ.

ხელით გარეცხვა: ყოველდღიური რეცხვისთვის გახსენით ნახევარი კოვზი 10 ლიტრ წყალში. ძლიერად დაბინძურებული ქსოვილის შემთხვევაში - 1 კოვზი 10 ლიტრ წყალში.

ავტომატური რეცხვა: ჩაყარეთ ნახევარი კოვზი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში. ცალკე განყოფილებაში მოათავსეთ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალება და ჩართეთ.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 500 გრ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით