VERNEL AROMATHERAPY სარეცხის დამარბილებელი სითხე 910 მლ (ვერნელი)

00-00031014

აღწერა

სარეცხის დამარბილებელი სითხე VERNEL AROMATHERAPY გამოიყენება კონდიცირებისა და არომატიზაციისთვის. მას აქვს უსიამოვნო სუნის გამანეიტრალებელი თვისება და ქსოვილს ანიჭებს ვარდისა და ჰიბისკუსის სასიამოვნო სურნელს მთელი დღის განმავლობაში. გელს აქვს ანტისტატიკური ეფექტი და აადვილებს დაუთოებას. ის არბილებს გაუხეშებულ ბოჭკოებს, აღადგენს მას და იცავს გაუფერულებისგან. "ვერნელის" ქსოვილის კონდიციონერი უზრუნველყოფს სიახლის შეგრძნებას 10 კვირის განმავლობაში. ის აერთიანებს 4 თვისებას ერთ პროდუქტში: სირბილე, სასიამოვნო არომატი, ანტისტატიკური ეფექტი, მარტივი დაუთოება.


შემადგენლობა: კათიონური სურფაქტანტები, სუნამო (ბენზილის სალიცილატის, ციტრონელოლის ჩათვლით), კონსერვანტი, ქაფისგან დამცავი, საღებავი, გლიცერინი, წყალი


გამოყენების წესი: შეანჯღრიეთ ფლაკონი, დაამატეთ სარეცხი მანქანის სპეციალურ განყოფილებაში და ჩართეთ ქსოვილის შესაბამის პროგრამაზე. ხელით რეცხვის შემთხვევაში გააზავეთ წყალში.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს ალერგიულ რეაქციას. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 910 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით