OFF ექსტრიმ მკბენარე მწერებისგან დამცავი აეროზოლი 100 მლ (ოფი)

00-00019181

აღწერა

საიმედო დაცვა კოღოებისა და სხვა მწერებისგან 8 საათის განმავლობაში კანზე წასმისას. ტანსაცმელზე წასმისას დაიცავს ტექსტილს 30 დღემდე. არ ტოვებს ცხიმიან შეგრძნებას კანზე, აქვს სასიამოვნო სურნელი.


შემადგენლობა: K1\1-დიეთილტოლუამიდი (30%), დენატურირებული სპირტი, ბუტანი/პროპანი/იზობუტანი, წყალი, ანტიკოროზიული დანამატები, სურნელი. არ შეიცავს ოზონდამშლელი ფრეონებს.


მოხმარების წესი: კარგად შეანჯღრიეთ, შეასხურეთ პროდუქტი ხელისგულზე და წაისვით სხეულის ღია ადგილებში. ტანსაცმლის დამუშავებისას შეასხურეთ გარეთ ქარის მიმართულებით 20-25 სმ მანძილიდან მსუბუქად დატენიანებამდე. შეინახეთ დამუშავებული ტანსაცმელი პოლიეთილენის პაკეტში.


გაფრთხილება: გამოიყენეთ მხოლოდ დანიშნულებისამებრ, გარე გამოყენებისთვის. კანის გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება. არ არის რეკომენდებული ბავშვების, ორსული და მეძუძური ქალებისთვის, აგრეთვე კანის დაავადებების და ქიმიკატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებისთვის. არ დაშალოთ და არ მისცეთ ბავშვებს! აალებადი! არ შეასხუროთ ღია ცეცხლთან და ცხელ საგნებთან ახლოს. გამოყენებისას არ შეისუნთქოთ. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან და +40 °C-ზე მაღალი ტემპერატურისგან. 


მოცულობა: 100 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით