FRA-BER OXY ​WHITE თხევადი მათეთრებელი საშუალება 1.850 ლ (ფრა-ბერი)

00-00027445

აღწერა

FRA-BER OXY WHITE ქლორზე დამზადებული მათეთრებელი საშუალებაა. სარეცხს აშორებს გაყვითლებულ და ფერად ლაქებს. გამოიყენება ყველანაირი თეთრი ქსოვილისთვის, როგორიცაა გადასაფარებელი, პერანგი, სამზარეულოს ხელსახოცი და ა.შ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ზედაპირებზე და არასასიამოვნო სუნის მოსაშორებლად. უსაფრთხოა  ემალირებული და ფაიფურის ზედაპირებისთვის, სანტექნიკის, ტუალეტების, ფილათშორისი ღარების, მარმარილოს იატაკების, ფანჯრის შუშების, ლარნაკების და პლასტმასის ნაწარმისათვის.


შემადგენლობა: 4,3% ჰიპოქლორიტი. 


მოხმარების  წესი: 

ავტომატური დოზირება: დაამატეთ საშუალება რეცხვის ციკლის პირველი გავლებისას და დააყოვნეთ 7-10 წთ-ის განმავლობაში.

სარეცხი მანქანისთვის: გამოიყენეთ 40-80 მლ (1 თავსახური = 80 მლ) საშუალება ყოველ 5-10 კგ-ზე ძირითადი სარეცხი საშუალების (ფხვნილის ან სითხის) დამატებამდე.

ხელით რეცხვისას: გამოიყენეთ 40-80 მლ (1 თავსახური = 80 მლ) და ჩაალბეთ 20-30 წთ-ის განმავლობაში ძირითადი სარეცხი საშუალების დამატების გარეშე. შემდეგ გაავლეთ დიდი რაოდენობის წყალში.

ზედაპირების რეცხვისას გაუზავებელიდან 80 მლ (1 სავსე თავსახური) 5 ლ წყალზე გამოიყენება სააბაზანოებში, ტუალეტებსა და სამზარეულოებში ლაქების ამოსაყვანად, ასევე დეზინფექციისათვის. შედარებით დიდ ზედაპირებზე როგორიცაა იატაკი და ფილები, გამოიყენეთ გაზავებული სახით. 


გაფრთხილება: შეინახეთ მშრალ და ბნელ ადგილას, მოარიდეთ ბავშვებს. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში სასწრაფოდ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. 


მოცულობა: 1850 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით