FRA-BER OXY COLORS თხევადი სარეცხი საშუალება 1.85 ლ (ფრა-ბერ)

00-00027446

აღწერა

"ფრაბერის" თხევადი სარეცხი საშუალებები ზრუნავს ქსოვილის ფერსა და სისუფთავეზე. FRA-BER OXY თხევადი არომატიზებული სარეცხი საშუალება აქტიური ჟანგბადით, გამოიყენება ფერადი და სათუთი ქსოვილების რეცხვისათვის. სპეციალური ფორმულის წყალობით აშორებს რთულად ამოსაყვან  ლაქებს როგორც თეთრ, ისე ფერად ქსოვილებს. მისი მოლეკულები ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს და ანიჭებს სარეცხს სასიამოვნო არომატს ყოველ რეცხვაზე. უსაფრთხოა ემალირებული და ფაიფურის ზედაპირებისთვის, სანტექნიკის, ტუალეტების, ფილთაშორისი ღარების, მარმარილოს იატაკების, ფანჯრის შუშების, ლარნაკების და პლასტმასის ნაწარმისათვის. იგი ეფექტურად აშორებს სანიაღვრედან მომდინარე უსიამოვნო სუნს.


შემადგენლობა: წყალბადის ზეჟანგი. 


მოხმარების  წესი: 

ავტომატური დოზირება: დაამატეთ საშუალება რეცხვის ციკლის პირველი გავლებისას და დააყოვნეთ 20-30 წთ-ის განმავლობაში.

სარეცხი მანქანისთვის: გამოიყენეთ 40 მლ. (1/2 თავსახური, 1 თავსახური = 80მლ.) ყოველ 5-10 კგ-ზე, რეკომენდებულია მოათავსოთ სარეცხი მანქანის დოზირების განყოფილებაში ან დოლურაში, უშუალოდ სარეცხის ზემოდან.

ზედაპირებისთვის: განუზავებლად გამოიყენება გამოიყენება სააბაზანოებში, ტუალეტებსა და სამზარეულოებში ლაქების ამოსაყვანად, ასევე დეზინფექციისათვის. შედარებით დიდ ზედაპირებზე როგორიცაა იატაკი და ფილები, გამოიყენეთ გაზავებული სახით: 40 მლ. სითხე გააზავეთ 5 ლიტრ წყალში. 


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 


მოცულობა: 1850 მლ.

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით