PERSIL თეთრი ქსოვილის სარეცხი ფხვნილი ავტომატური რეცხვისთვის 4.5 კგ (პერსილი)

00-00048498

აღწერა

PERSIL-ის თეთრი ქსოვილის სარეცხი საშუალება შექმნილია ხარისხის გერმანული სტანდარტით. მასში ჰარმონიულადაა შერწყმული აქტიური ლაქისამომყვანი გრანულები და სურნელოვანი კაპსულები Vernel-ისგან. კაფსულები სწრაფად იხსნება წყალში და ლაქებზე ზემოქმედებას რეცხვის დასაწყისშივე ახდენს. ის აქრობს ტანსაცმელში ჩამჯდარ მძაფრს სუნს და ტოვებს სასიამოვნო არომატს. ქსოვილი არ კარგავს ფერს და გამოიყურება ახალივით, მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც კი. ფხვნილი განკუთვნილია, როგორც ხელით, ისე ავტომატური რეცხვისთვის. გამოიყენება ბამბის, სინთეტიკისა და შერეული ბოჭკოვანი სტრუქტურის გასარეცხად, გარდა შალისა და აბრეშუმისა.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები. ჟანგბადის შემცველი მათეთრებელი, ფოსფონატები, ოპტიკური მათეთრებელი, პოლიკარბოქსილატი, საპონი, ენზიმები, სურნელის ექსტრაქტები.


მოხმარების წესი: ჩაყარეთ ფხვნილი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში. რეცხვის რეჟიმი შეარჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული მაჩვენებლის მიხედვით. ხელით რეცხვის დროს კარგად გაავლეთ ჯერ თბილ, შემდეგ ცივ წყალში. სარეცხი ფხვნილის დოზირება წყლის სიხისტის მიხედვით იხილეთ შეფუთვაზე.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალება იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


წონა: 4,5 კგ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით