PERWOLL უნივერსალური ქსოვილის აღმდგენი სარეცხი გელი ავტომატური რეცხვისთვის 3 ლ (პერვოლი)

00-00046775

აღწერა

სარეცხი გელი PERWOLL გამოირჩევა უნივერსალური ქსოვილის აღმდგენი ფუნქციით. ის განკუთვნილია ავტომატური რეცხვისთვის. „პერვოლის“ გელი ასუფთავებს ქსოვილს, 80 %-მდე აშორებს მძაფრ სუნს, აღადგენს ქსოვილს და ტოვებს სასიამოვნო სურნელს. მისი უნიკალური ფუნქცია უნარჩუნებს ტანსაცმელს სიკაშკაშეს და იცავს მას, როგორც დაზიანებისგან, ისე გადახუნებისგან. PERWOLL უნივერსალური ქსოვილის აღმდგენი გელი გამოიყენება ყოველდღიური რეცხვისთვის. მისი საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ქსოვილის გარეცხვა გარდა მატყლისა და აბრეშუმისა. იდიალურია ბამბისა და ბამბის ნარევი ქსოვილისთვის. შედეგი განსაკუთრებით შეიმჩნევა რეგულარული გამოყენების შემდეგ. გელი საკმარისია 50 გარეცხვისთვის.


შემადგენლობა: ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, საპონი,  ბენზილის სალიცილატი, კუმარინი, ბუტილფენილის მეთილპროპიონი, ფერმენტი, კოსნერვანტი.


მოხმარების წესი: ჩაასხით გელი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში, აირჩიეთ სასურველი პროგრამა 20-დან 60 გრადუსამდე და ჩართეთ. 


გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ თვალსა და პირს. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით.


მოცულობა: 3 ლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით