SOMAT ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი 36 ცალი (სომატი)

00-00042827

აღწერა

ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის განკუთვნული ტაბლეტი SOMAT ადვილად იხსნება წყალთან ერთად. ის ეფექტურად ასუფთავებს ყველა სახის საკვების ნარჩენებს. აშორებს ცხიმს, დამწვარ და მიმხმარ საკვებს, აქრობს არასასიამოვნო სუნს და ნებისმიერი ტიპის ჭურჭელს ანიჭებს სუფთა, ოქროსფერ ბზინვარებას. რაც მთავარია, რეცხვის შემდეგ არ ზიანედება ჭურჭლის მასალა, იქნება ეს ფაიფური, მინა, მელხიორი, ვერცხლი თუ ფოლადი, რადგან დაბლეტი იცავს მათ კოროზიისგან. მას ასევე აქვს მარილის ფუქნცია, რაც ეხმარება მანქას უკეთ მუშაობაში და ახანგრძლივებს მის ექსპლუატაციის ვადას. სუფთა და სასიამოვნო სურნელით გაჯერებული ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები თუ სხვა იბრუნებს პირვანდელ იერსახეს. სარეცხი საშუალება ადვილად ორთქლდება, რაც ხელს უწყობს ჭურჭლის სწრაფად გაშრობას. ტაბლეტი ინახება +5°- +40°C ტემპერატურაზე.


შემადგენლობა: არაორგანული მარილი, ჟანგბადის შემცველი მათეთრებელი, პოლიკარბოქსილატი, ფერმენტი, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, სუნამო: ბენზილის სპირტი


გამოყენების წესი: გახსენით ტაბლეტი, მოათავსეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის დისპენსერში. ჩააწყვეთ ჭურჭელი და ჩართეთ.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალება იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


რაოდენობა: 36 ც

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით