SOMAT ჭურჭლის სარეცხი მანქანის სითხე 750 მლ (სომატი)

00-00007106

აღწერა

ჭურჭლის სარეცხი მანქანის სითხე SOMAT ადვილად იხსნება წყალთან ერთად. ის ეფექტურად ასუფთავებს ყველა სახის საკვების ნარჩენებს. აშორებს ცხიმს, აქრობს არასასიამოვნო სუნს და ნებისმიერი ტიპის ჭურჭელს ანიჭებს ბზინვარებას. რაც მთავარია, რეცხვის შემდეგ არ ზიანედება ჭურჭლის მასალა, იქნება ეს ფაიფური, მინა, მელხიორი, ვერცხლი თუ ფოლადი. სუფთა და სასიამოვნო სურნელით გაჯერებული ჭიქები, თეფშები, დანა-ჩანგლები თუ სხვა იბრუნებს პირვანდელ იერსახეს. ჭურჭლის სარეცხი სითხე მანქანისთვის ინახება +5°- +40°C ტემპერატურაზე. ბოთლის ერგონომიული დიზაინის წყალობით გამოსაყენებლად საკმაოდ მოსახერხებელია. ვარგისიანობის ვადაა 2 წელი. ვადის გასვლის შემდეგ გადააგდეთ, როგორც საყოფაცხოვრებო ნარჩენი.


შემადგენლობა: ანიონური და არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერება, კონსერვანტები, მეთილქლოროიზოთიაზოლინონი, სუნამო


გამოყენების წესი: გახსენით ბოთლის თავსახური, ჩაასხით ჭურჭლის სარეცხი მანქანის შესაბამის უჯრაში, მოათავსეთ ჭურჭელი და ჩართეთ. გამოყენების შემდეგ თავსახური დატოვეთ ჩაკეტილ მდგომარეობაში!


გაფრთხილება: ჭურჭლის სარეცხი სითხე იწვევს თვალის გაღიზიანებას. მან შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. თვალში მოხვედრისთანავე გულდასმით დაიბანეთ წყლით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა რამდენიმე საათს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს და არ გადააგდოთ ბოთლზე დატანილი ეტიკეტი. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


მოცულობა: 750 მლ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით