TIDE სარეცხი ფხვნილი ფერადი ქსოვილისთვის 2.5 კგ (ტაიდი)

00-00024920

21.90 

გაყიდვაშია

აღწერა

„ტაიდის“ სარეცხი ფხვნილი ზრუნავს ქსოვილის ფერსა და სისუფთავეზე. აშორებს ძლიერ დაბინძურებას, ღრმად ჩამჯდარ ლაქებს, ცხიმს. არ აზიანებს ტანსაცმელს და უნარჩუნებს ფერს. გამოიყენება ბამბის, სინთეტიკისა და შერეული ტიპის ბოჭკოზე. „ტაიდის“ სარეცხი საშუალებები ადვილად იხსნება წყალში, არ ტოვებს კვალს, აქრობს ტანსაცმელზე ჩამჯდარ მძაფრ სუნს და ანიჭებს სასიამოვნო არომატს. 2.5 კგ ფხვნილი საკმარისია 16 გარეცხვისთვის და განკუთვნილია ავტომატური რეცხვისთვის.


შემადგენლობა: ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, საპონი, ფოსფონატები, ფერმენტები, ნატრიუმის კარბონატი, ოპტიკური გამაღიავებელი საშუალებები, სურნელი


გამოყენების წესი: ჩაყარეთ ფხვნილი სარეცხი მანქანის სპეციალურ უჯრაში, აირჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტის შესაბამისი პროგრამა და ჩართეთ. სარეცხი ფხვნილის დოზირება წყლის სიხისტის მიხედვით იხილეთ შეფუთვაზე. რეცხვის რეჟიმი შეარჩიეთ ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული მაჩვენებლის მიხედვით.


გაფრთხილება: სარეცხი საშუალებები იწვევს თვალის გაღიზიანებას. თვალში მოხვედრისთანავე ამოიბანეთ წყლით. შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 


წონა: 2.5 კგ

გადაიხადეთ უსაფრთხოდ


თქვენი ინფორმაცია დაცულია PCI/DSS სტანდარტით